ბოლო 30 წლის განმავლობაში აფრიკაში მოსახლეობის რაოდენობა 550 მილიონიდან (1985 წელი) 1,2 მილიარდამდე (2015 წელი) გაიზარდა. გაეროს World Population Prospects -ის მონაცემებით, ზრდის ტენდეცია კვლავ გაგრძელდება მომავალში. სტატისტიკური მონაცემები მოცემულია ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკის რეგიონების გაერთიანებით, თუმცა უნდა ითქვას რომ, ამ ორივე რეგიონში დემოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით ბალანსი არაა დაცული. რაც ბუნებრივია განპირობებულია სწორედ სხვა ფაქტორების: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური დისბალანსით.

აფრიკაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას მკვლევარები პირველ რიგში  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  პრობლემების მოგვარებას უკავშირებენ. განსაკუთრებულად აღინიშნება ათასწლეულის გამწვევის ფონდის წვლილი და ის პროექტები,რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება.

ეს პროგრამა შემუშავდა იმისთვის რომ, სიღარიბე დაემარცხებინათ და განათლების, ჯანდაცვის და გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში საუბარია ქვეყნებზე და რეგიონებზე რომელთაც მილენიუმის განვითარების პროექტში ურბანიზაციის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ციფრები გამოსახავენ ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობასაც.

ქალაქებშიც და სოფლად, ჯანდაცვის და სოციალური სფეროს გაუმჯობესებისთვის მთავარი ფაქტორი დაფინანსებაა. მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელები ქვეყნებს ნავთობით და მინერალებით ეხმარებიან, რომ მათი გაყიდვით მიღებული შემოსავლით ჯანდაცვის და განათლების სფეროები დააფინანსონ.

გაეროს კვლევები თანახმად 1990 წლიდან 2015 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა საგრძნობლადაა შემცირებული. თუ 1970 წელს ათასი გარდაცვლილი ბავშვიდან 140 ახალშობილი იყო, 2014 წელს ეს რიცხვი 56-მდეა შემცირებული.

მოსახლეობის ზრდამ შესაძლოა სხვა პრობლემები გამოიწვიოს, პირველ პრობლემად ასახელებენ სამუშაო ადგილების რაოდენობას აფრიკის რეგიონში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 15 წლიდან – 24 წლამდე ასაკის  მამაკაცების 13% დაუსაქმებელია, ქალების კი 15 % .

როგორც აღვნიშნეთ, სამხრეთ აფრიკის მდგომარეობა ამ მხრივ სრულებით განსხვავებულია.  ამ ნაწილში მოსახლეობის 30%-ს არ აქვს საშუალება მიიღოს განათლება,იყოს დასაქმებული. შრომის ბაზარის კვლევამ აჩვენა,რომ 40% ახალგაზრდების მუშაობენ სოფლის მეურნეობის სექტორში, 33% მომსახურების სფეროში, 13% მცირე ბიზნეს სექტორში, ხოლო 8% მანუფაქტურებში.

15 წლიდან 24 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდების შემოსავალი საშუალოდ დღეში მხოლოდ 2 დოლარს შეადგენს. 60%-ს   3 დოლარზე მეტი შემოსავალი არ აქვს. ამ რეგიონიდან სოციალური პირობების გაუმჯობესების მსურველი ადამიანების რიცხვი, რომლებიც სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე გადადიან სამუშაოდ 32 მილიონამდეა გაზრდილი. 2005 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 24 მილიონი იყო. კოტ დიუარი, ეთიოპია, კენია, ნიგერია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ყველაზე მეტი მაცხოვრებელი ტოვებს.

აფრიკის კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების რაოდენობა. მათი რაოდენობა 8%-დან 27%-მდე გაიზარდა.

ნათია კეკენაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*