“ქართული მხარე ყველანაირ ზომებს იყენებს,რომ გავერკვეთ რატომ წამოვიდა ეს გზავნილი ზალბერისგან.ეს არ აისახება ევროკავშირის მხარდაჭერაზე. ეს იყო არადიპლომატიური გზავნილი და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მას”. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.
“გერმანელი დიპლომატის პოზიცია ყველანაირად ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს პოზიციას, ასევე ევროკავშირის პოლიტიკას. ევროკავშირის ელჩმა ამის შესახებ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ინარჩუნებს პოზიციას და ამას საფრთხე არ ემუქრება. ევროკავშირს ეს არაერთხელ დაუდასტურებია, ნებისმიერ რუსეთის ქმედებაზე არაერთი მკაფიო განცხადება გაუკეთებიათ.
გვექნება შესაბამისი შეფასება ბრიუსელშიც და საქართველოშიც ევროკავშირის დელეგაციისგან. ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, გვაქვს დიდი წარმატება ყველა მიმართულებით საგარეო პოლიტიკის კუთხით. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერა გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხრიდან. აშშ-ის მხარდაჭერის ფორმა კი უპრეცედენტოა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ისტორიაში” , – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
მანანა ღოღობერიძე