ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა.
პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

იგი  წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს „GHG“) საოპერაციო დირექტორის პოსტს.
შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

(Visited 71 times, 1 visits today)

კომენტარები