საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ”ვეფხისტყაოსნის” თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხები გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული “ვეფხისტყაოსანთან”, რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. ამიტომ, დღესასწაულის ძირითადი თემატიკა იქნება “ვეფხისტყაოსანი”.

(Visited 68 times, 1 visits today)

კომენტარები