თუ თქვენ ძაღლების დიდი მოყვარყული ხართ და მათი მოვლა დიდი სიამოვნებას განიჭებთ, „მურია“ დაგეხმარებათ თქვენს პატარა მეგობარს შეურჩიოთ შესაფერისი ტანსაცმელი. „მურია“ ძაღლის  პირველი ქართული   ბრენდია, რომელიც სულ რაღაც ერთი თვეა რაც შეიქმნა და დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხმარებლებში. „თბილისი თაიმსს“ ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა ჩარკვიანი  ესაუბრა ბრენდის შექმნისა და წარმატების შესახებ.

მოგვიყევით, როგორ შეიქმნა „მურია“?

– ცოტა ხნის წინ  ჩვენი მეგობრის ძაღლს დაბადების დღეზე მაისური შევუკერეთ. მეგობარს ძალიან მოეწონა და გვითხრა, რომ საქართველოში არავინ აწარმოებს ძაღლის ტანსაცმელს, გამოწერას ბევრი დრო უნდა და ესეც საკმაოდ ძვირი ჯდება, ხარისხიანი პროდუქცია არც ისე ხელმისაწვდომია და კარგი იქნებოდა გაგვეგრძელებინა ეს საქმე. ასე გადავწყვიტეთ შეგვექმნა პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ძაღლების ჩაცმის სტილსა და კომფორტზე იზრუნებს. სახელზეც ბევრი არ გვიფიქრია, პირველი რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქხესნდება არის მურია და სწორედ ამიტომ დავარქვით ეს სახელი ჩვენს ბრენდს. შევკერეთ პირველი კოლექცია. ამჟამად ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე.

რა მასალას იყენებთ სამოსის შესაქმნელად?

– მასალა უნდა იყოს აუცილებლად მაღალი ხარისხის. ამ ყველაფერს სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ძაღლს სპეციალური კანი აქვს, ამიტომ შესაძლოა პრობლემა შეექმნას კანზე, თუ სწორედ  ვერ შევარჩიეთ  მასალა. ვიყენებთ სპეციალურ სამაგრებს,ღილების, თასმების, ფხრიწების  და ისე ვამაგრებთ,  რომ ძაღლი ტანსაცმელმა არ შეაწუხოს.  ვკერავთ მაღალი ხარისხის, ბუნებრივი მასალით,ყოველგვარი სტანდარტების დაცვით. სილამაზის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხი და კომფორტი, რომლის გარეშეც, ძაღლები ტანსაცმელს, უბრალოდ, არ ჩაიცვამენ.

რა სახის სამოს აწარმოებთ?

– ამ ეტაპზე ვკერავთ როგორც ყოველდღიურ, ისე სადღესასწაულო სამოსს ძაღლებისთვის. ვამზადებთ როგორც მაისურებს, ასევე კერავთ სმოკინგებს. ვამზადებთ აქსესუარებს: ბაფთებსა და ყელსაბამებს. ვამზადებთ პუფებს, თუმცა სამომავლოდ სხვა სახის ავეჯის წარმოებასაც დავიწყებთ. ყველაფერი ხელით იკერება.  ვკერავთ ნებისმიერ ზომას, თუმცა ძირითადად პატარა ზომებს, რადგან დიდი ზომის ტანსაცმელი ნაკლებად მოთხოვნადია.  ხშირად ვითხოვთ ზომებს დამკვეთისგან. თუმცა გარდა შეკვეთებისა გვაქვს სტანდარტული ზომები სხვადასხვა ჯიშისთვის.

რა გახდა ბრენდის პოპულარობის მიზეზი?

– ძაღლი ბევრისთვის ძალიან საყვარელი არსებაა, ისინი ზრუნავენ, რომ მათი ძაღლები კიდევ უფრო საყვარლად გამოიყურებოდნენ. მაგალითად, სმოკინგში ან პიჯაკში გამოწყობილი ძაღლი უფრო მეტად საყვარელი იქნება.  გარდა ამისა, შესაძლოა ბრენდის სახელმაც მიიქცია ყურადღება. გარდა ამ ორი ფაქტორისა, მესამე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ბაზარზე იყო დიდი მოთხოვნა ძაღლის ტანსაცმელზე. ბევრ ძაღლს სჭირდება ტანსაცმელი, თუმცა ბევრი თვითონ ერთობა და ართობს საკუთარ ძაღლსაც. სწორედ ამიტომ დიდი მოთხოვნა, ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, რომ შევუკეროთ მათ ძაღლებს სამოსი.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდიმია?

– აქსესუარების ფასები იწყება 15 ლარიდან. ყველაზე ძვირიანი  ბუფებია, რომლებიც 97 ლარამდე ღირს. მაისურები ღირს  25-40, პიჯაკები-48 ლარი. ჩვენთან საშუალო და საშუალოზე დაბალი ფასებია. გამოწერილ სამოსთან შედარებით ბევრად დაბალი ფასები გვაქვს.

სად შეიძლება „მურიას“ სამოსის შეძენა?

– „მურიას“ ტანსაცმლის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუკ გვერდიდანაა შესაძლებელი. თუმცა სამომავლოდ ვაპირებთ, რომ გავხსნათ მაღაზია და გავაფართოვოთ ეს საქმიანობა, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ბრენდს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ახლა ვემზადებით ზაფხულისთვის, ვკერავთ საცურაო კუსტიუმებს, ქუდებს, ჩანთებს. ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ფეისბუკ გვერდზე დავდებთ ახალ კოლექციას და შესაძლებელი იქნება მათი შეძენა. სადღესასწაულო სეზონისთვის, ახალი წლისთვის, მომავალი გაზაფხულისთის ვაპირებთ სადღესასწაულო ტანსაცმლის შკერვას ძაღლებისთვის. მომავალში ვაპირებთ დავგეგმოთ ბევრი საინტერესო პროექტი, რაც კიდევ უფრო სახალისოს გახდის ძაღლებისა და ადამიანების ურთიერთობას.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 103 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*