“კონკრეტული არგუმენტი, თუ ვინ გამოიკითხა, კვლევა როგორ ჩატარდა, ათვლის წერტილი რა იყო, დასაბუთებაში არ არის წარმოდგენილი”. ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრმა, ირმა პავლიაშვილმა ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.
“დეცენტრალიზების პროცესში რამდენიმე ტიპის პრობლემა გამოკვეთეს. თითქოს ის სერვისები,რომელსაც აწოდებდნენ მოსახლეობას, არ იყო გაუმჯობესებული და ამიტომ უნდა მოხდეს გამსხვილება და ახალი თვითმმართველი ერთეულების შექმნა. გაგვიჩნდა ეჭვი,რომ ამ პროცესით თვითმმართველობა უკეთესი ვერ გახდება და ხარისხიც არ გაუმჯობესდება.
კრიტიკით გამოვეხმაურეთ კარჩაკეტილ მდგომარეობაში სამუშაო პროცესს,რომელიც წარიმართა ადგილობრივი თვითმმართველობების კუთხით. თავდაპირველად გადაიდგა ნაბიჯი უფრო მეტი დეცენტრალიზაციისკენ,რომ ის უფრო ახლოს მისულიყო მოქალაქეებთან, ამომრჩეველთან. არ უნდა მოხდეს თვითმმართველი ერთეულების გამსხვილება და განხილვების ფორმატი მოქალაქეების ჩართულობას უნდა ეფუძნებოდეს” , – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე