“აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ. დღეს ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია, ვმუშაობთ 4 ძირითად საკითხზე და ჩვენი ურთიერთობები ინტენსიურ რეჟიმში ავიყვანეთ”. აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გადაცემა “ვექტორის” ეთერში ისაუბრა.

“ის ფაქტი,რომ საქართველო ითვლება ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან თავსებად ქვეყნად, იმის დამსახურებაა,რომ წლების განმავლობაში აშშ  სერიოზულად გვიჭერდა მხარს. აშშ-ის როლი გადამწყვეტი იყო 1999 წელს საქართველოდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანაში, ასევე როდესაც პანკისის ხეობაში ვითარება დაიძაბა, აშშ-ის როლი იყო მნიშვნელოვანი.

აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანია. ეს თემა არ არის მივიწყებული, მუდმივად არის დღის წესრიგში. წინა ადმინისტრაციის პირობებში უპირატესობას ანიჭებდნენ მრავალმხრივ ფორმატებში თავისუფალ ვაჭრობას, ახალი ადმინისტრაცია უპირატესობას ორმხრივ ფორმატებს ანიჭებს. ამ ტენდენციებს რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ.

აშშ-სთნ ურთიერთობის უფრო მაღალ ეტაპზე გადავედით. ჩვენი ბოლო ვიზიტი კარგ ფონზე განხორციელდა, საკანონმდებლო დონეზე პირველად აისახა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ნახსენები იყო სიტყვა ოკუპაცია.არაღიარების დონეზე ეს რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება. აშშ ფინანსურად არ დაეხმარება  იმ ქვეყნებს,რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს” , – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*