საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ქ. ნიქოზიაში ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს.
კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კვიპროსელ კოლეგასთან იოანის კასულიდისთან. შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რამაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულიდინამიკა შეიძინა. მინისტრებმა მზადყოფნა გამოხატეს მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, დარგობრივი და ხალხთაშორისითანამშრომლობის განვითარებას.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობას და აღინიშნა ის ფართომასშტაბიანი კულტურულიღონისძიებები, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. ნიქოზიაში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართება.
შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ კვიპროსის პრეზიდენტის დაგეგმილვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება და აღნიშნეს რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფროგანვითარებას.
მხარეებმა ისაუბრეს დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დიდ პოტენციალზე. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებულ პირდაპირ ავიამიმოსვლას, რამაცმნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მგზავრთა ნაკადების ზრდას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
ხაზი გაესვა კულტურისა და განათლების სფეროში არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა კვიპროსისსიძველეთა დეპარტამენტთან საკმაოდ ნაყოფიერი და უპრეცედენტო პროექტების მიმდინარეობით, რომლის შედეგადაც 2016 წელს კვიპროსის ტერიტორიაზემიმდინარე არქეოლოგიური კვლევებისას უნიკალური ქართული ტაძარი იქნა აღმოჩენილი. პროექტი 2017 წელსაც გრძელდება.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე. კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ამ მიმართულებითსაქართველოს პროგრესი და კოლეგას მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას გააცნოევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სამომავლო გეგმები. მინისტრებმა მიმოიხილეს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტის პრიორიტეტები და მოლოდინები. გამოითქვა იმედი, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციისშემდგომ პერსპექტივებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე და საქართველოსოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე.