ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება. ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა. პროკურორმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას ითხოვს, მათ შორის ერთ-ერთია პირადი ცხოვრების დაცვა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს მას დასამალი არაფერი აქვს, არსებობს ასევე მესამე მხარის, საზოგადოების ინტერესები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებაზე ღიად. ასევე როგორც მოგეხსენებათ, ცალკე მიმდინარეობს ძიება ბრალდებულის შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად. გამოძიების დაწყების მომენტიდან პროკურატურამ ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდა”, – განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა.

პროკურორმა ასევე მოსამართლის ყურადღება ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელებულ მუქარისშემცველ ზარზეც გაამახვილა.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*