“უფრო კომფორტული იქნება თუ ის ჯვარს დადებს, კაბას გაიხდის და მაშინ აცდება ეკლესია უხერხულობას, თუ ის როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ისე წარსდგება სასამართლოს წინაშე”. ამის შესახებ “ციანიდის საქმის” მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “რეაქციას” ეთერში ისაუბრა.

“არ შეიძლება ჩანაწერების გასაჯაროვება, რადგან საუბრობენ მესამე პირებზე. არავის აქვს უფლება ჩრდილის ქვეშ დააყენოს სხვისი პირადი ცხოვრება და იმ პირმა ვერ გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება საზოგადოებაში. ამიტომ დაგვადებინეს პირობა გაუთქმელობაზე.ამით ზიანი მიადგება ეკლესიას და საზოგადოებას.

მე არ ვიცი არაფერი მიმოწერაზე, შესაძლოა უფრო მძიმე იყოს, რაც მე მივიტანე პროკურატურაში. აქ არის საუბარი ერთ-ერთი ეპარქიის მრევლზე და შეუძლებელია მისი გასაჯაროვება.უნდა დაიკითხოს არაერთი პირი, მოსამართლემ სრულად თუ არ მოისმინა ჩანაწერი, შემდეგ ატყდება სპეკულაცია, რომ რაც დამალეს, იქ არის მამა გიორგი მართალი. დახურულ პროცესებზეც გაირკვევა ყველაფერი და საბოლოო განაჩენი დადგება”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 117 times, 1 visits today)

კომენტარები