“ამ ფაილებშია საუბარი მესამე პირებზე და მათ პირად ცხოვრებაზე. ის, რაც გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, ამბობენ რომ აქ არის სასულიერო და საერო პირები. აღსარების თემაში სათქმელი საკითხი, არ შეიძლება იყოს საჯარო”. ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“დღევანდელი შუამდგომლობა იყო მეტად დასაბუთებული და კონკრეტული, ვიდრე წინა შუამდგომლობა. ადვოკატების პოზიციით, სხდომა ნაწილობრივ უნდა დახურულიყო. სამართლებრივად ვიდეო/აუდიო ჩანაწერი,რომელიც მამა გიორგი მამალაძის შესახებ არსებობს, არის ძირითადი მტკიცებულება, რომელიც მას ამხელს მკვლელობის მომზადებაში შორენა თეთრუაშვილის მიმართ.

მთავარია ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მკვლელობის მომზადებასთან.თუ ვთანხმდებით,რომ ჩანაწერი უნდა იყოს მთლიანად გამოკვლეული, სასამართლო ვალდებულია მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში ეს ჩანაწერები იყოს დახურული” , – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 78 times, 1 visits today)

კომენტარები