ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

როგორც ”თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების – “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” პრაქტიკის გაგრძელებისთვის, რომელიც იძლევა ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვია.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები