ავტოსაგზაო შემთხვევები დღითიდღე ხშირდება. ამის მიზეზად, მეტწილად, მძღოლების დაუდევრობა შეიძლება დასახელდეს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ, ხშირად, საგზაო წესებს თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არღვევენ, მათი დაუდევრობით კი, შესაძლოა, მგზავრების სიცოცხლის ხელყოფასაც ჰქონდეს ადგილი.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ CRRC-საქართველომ, ფონდთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთად ჩაატარა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ავტომობილის სახიფათოდ ტარების სხვადასხვა ფორმა  მიკროავტობუსების უმრვალესობაში გვხვდება. კერძოდ: ყველაზე ხშირად, მძღოლები, ღერძულა ხაზის გადაკვეთას (79%), ტელეფონზე საუბარს (65%), აგრესიული მანევრების გაკეთებას (63%), სიგარეტის მოწევას (38%) და უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართვას (32%) მიმართავენ.კვლევა, ასევე, ავტოსადგურების ადმინისტრაციების წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ მძღოლებთან ინტერვიუებსა და მგზავრებთან ფოკუსჯგუფებს მოიცავდა.

ნინო ზარიძე

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები