“პროკურატურა პირველივე დღიდან შეუვალია და ითხოვს საქმის დახურვას. ეს სამარცხვინოა, არ შეიძლება ასე ექცეოდე საკუთარ მოსახლეობას საქმეზე,რომელზეც პრემიერმინისტრი ამბობს,რომ ქვეყანა გადაარჩინეს”. ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” ეთერში ისაუბრა.
“შემდეგ კი ამ ქვეყანას არაფერს ეუბნები რა ემუქრებოდა, რას გადაარჩინე და როგორ აიცილა სახელმწიფომ ეს საფრთხე. პროკურატურისთვის პირიქით უნდა იყოს საამაყო და ყველას დაანახონ როგორი ეფექტურია გამოძიება. ის, რასაც ახლა პროკურატურა აკეთებს, არასოდეს მომხდარა საქართველოში.
საკუთარი გვარით და სახელით კამერების წინ ემუქრებიან ასევე გვარით და სახელით იდენტიფიცირებულ ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. შენ თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ამით დაგაშანტაჟებ,მსგავსი საქართველოში არ ყოფილა. სახელმწიფოს სახელით მოქმედი თანამდებობის პირი იმუქრება მაშინ,როდესაც ადვოკატები ამბობენ,რომ ითხოვენ ღიაობას” , – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მანანა ღოღობერიძე