“ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა ობიექტურად არის, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები და ემოციები ვერ თანაცხოვრობენ”. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“ცივი გონებით, მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ,რომ ამ ყველაფერმა იოტისოდენა ზიანიც არ მიაყენოს მოლაპარაკებებს, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისთვის.

ჰერბერტ ზალბერის განმარტება იყო დიპლომატიური და მან არ გასცა პასუხი მთავარ კითხვას. მან მკაფიოდ დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და თავისი პირადი დამოკიდებულება. ზალბერმა გაუსვა ხაზი,რომ ცხინვალში ჩატარებული ე.წ არჩევნები იყო არალეგიტიმური.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება ახალი არ არის, ჟენევის ფორმატი შეიქმნა იმისთვის,რომ ძალა აღარ იქნეს გამოყენებული. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ზალბერმაც ისაუბრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. არ გვაქვს საფუძველი, რომ რამე დარღვევაზე ვილაპარაკოთ. ჟენევის მოლაპარაკებებს აზიანებს არა საქართველოს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები, არამედ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და გამუდმებული პროვოკაციები” , – განაცხადა დავით დონდუამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*