“მამა გიორგი მამალაძის მიერ უნდა განხორციელებულიყო უკანონო ფულის ტრანზაქცია,კომპანიის თავმჯდომარე იყო თავად დეკანოზი და ეს უკანონო ფული უნდა გათეთრებულიყო. ეს კომპანია დაფუძნებულია ესპანეთში”. ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” ეთერში ისაუბრა.

“ამის შესახებ არსებობს ხელშეკრულება,რომელიც ერთ-ერთ პირთან ინახება. საინტერესოა ვინ მისცა ამ პიროვნებას მხარდაჭერა,რომ უკანონო თანხა შემოეტანა საქართველოში ეკლესიის გამოყენებით. ეს მტკიცებულება ახლახანს აღმოჩნდა საპატრიარქოში. ეს თანხა უკრაინის მოქალაქეების საშუალებით უნდა შემოსულიყო საქართველოში. მამა გიორგის პატრიარქთან არანაირი ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, სულ 3 თვე მუშაობდა და ის თუ ვინმესთან შედიოდა, მხოლოდ დაცვის უფროსის საშუალებით.

წინა სასამართლო სხდომაზე აპელირებდნენ,რომ მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯი არ შელახულიყო და ამ მოტივით დახურვა იყო მიუღებელი. ახლა პროკურატურის არგუმენტით, საფრთხე ემუქრება მამა გიორგის პირად იმიჯს, ასევე მესამე პირებს აყენებს შეურაცხყოფას. იურიდიულად გაუგებარია, რომ პროკურატურა დეკანოზ მამალაძეს აშანტაჟებს. მტკიცებულებები კანონიერად არის ამოღებული. ჩემთვის საინტერესოა მტკიცებულებების მხოლოდ ის ნაწილი,სადაც ბრალის მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე არის საუბარი” , – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 185 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*