ამ მეტად საინტერესო და ვრცელ ინტერვიუს შესავალის გარეშე გთავაზობთ, საქართველოს ‘ხრიდოლის” ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ნუკრი მჭედლიშვილთან.
ბატონო ნუკრი, რამ მოიყვანა საქართველო დღევანდელობამდე?
– სამი უმნიშვნელოვანესი რამ წარმოადგენს უძველესი დროიდან ქართველთა ქვეყნის სიმტკიცის საფუძველს ეს არის: უფლის რწმენა, ძლიერი ეროვნული ორგანიზმი და მხედრული ტრადიციები. დიდება უფალს! მისმა იმედმა გვაცოცოხლა და გვატარა ათასწლეულებში! გამჩენმა არ გაგვწირა არც მაშინ, როცა დავივიწყეთ დამბადებელი და ხან მნათობები ვაღიარეთ ღმერთებად და ხან საკუთარი დიდი მეფე არმაზ-ფარნავაზი მივიღეთ სალოცავ კერპად. ქრისტეს გზაზე შედგომის მერე კი ყოველთვის განსხვავბეული იყო ქართველის რწმენა და დამოკიდებულება უფლის მიმართ. თავისუფლება და ურჩი ხასიათი ჩანს ქართველის რწმენაში. მაგრამ ამ ურჩ და თავისუფალ ბუნებაში ყოველთვის ჩანდა თავგანწირული ერთგულება დამბადებლის მიმართ. ჩვენ ვიყავით ურჩობამდე თავისუფალი და თავგანწირვამდე ერთგული ქრისტიანები! ამ ხასიათის გამო ყოველთვის გვედავებოდნენ ქართველებს ქრისტიანული დოგმების ჩვენზე უფრო მტკიცედ დამცველი ჩვენი ქრისტიანი ძმები და გვაყვედრიდნენ ჩვენს ‘არასწორ რწმენას”. ჩვენ კი არ ვუჯერებდით და არ ვღალატობდით ჩვენს მიერ არჩეულ უფლისკენ სავალ საკუთარ გზას, და როცა საქრისტიანოს განსაცდელის ჟამი უდგებოდა მაშინ ხდებოდა ცხადი ვინ მეტად იყო რჯულის ერთგული. სწორედ ჩვენი ლაღი და თავისუფალი ქრისტიანობის გამო ჩვენ რწმენას ნაკლებად აზიანებდა სხვა რჯულის ხალხების ფიზიკურ შემოტევა, თუ ქრისტიანთა დოგმატური დავებით წარმოშობილი რყევა. ასე იყო მაშინ, როდესაც მაზდეანურმა სპარსეთმა, ბიზანტიის ჯიბრით, აღმოსავლეთის ქრისტიანებს, ხმლის წვერით მოგვთხოვა, რომ ქრისტე მხოლოდ ერთი ბუნებით გვეღიარებინა. უარი ვუთხარით! სხვები გატყდნენ ჩვენ არა. ასე იყო მაშინაც, როცა არაბებისა და ისლამის მოსვლამ ქრისტიანთა რწმენაში ბზარი და ხატმებრძოლობის სენი გააჩინა. საკუთარ ხატებს დაერივნენენ, ერთი შეხედვით ჩვენზე უფრო მტკიცე ქრისტიანები. არც ამჯერად შეგვიცვლია აზრი და ჩვენ შევიფარეთ მათ მიერ დევნილი ხატები. ასე იყო მაშინაც, როცა ერთმანეთის მიყოლებით ქრისტეს კონტინენტზე განადგურდა ყველა ქრისტიანული ქვეყნა და კონსტანტონოპოლისა და ბიზაანტიის საბოლოო განადგურების შემდეგ ერთადერთ ქრისტიანულ ქვეყნად შევრჩით აზიას. ასე იყო მაშინაც, როცა მხსნელად და მოკავშირედ მოწვეულმა ქრისტიანულმა ქვეყანამ ჩვენი ქრისტიანობა დაიწუნა და უმოწყალოდ დაერია ქართულ ხატებს და ფრესკებს. დაგვიწუნა გალობა, სალოცავი ენა და ჩვენი “გამოსწორებით” გართულმა ქრისტიანმა ერმა უსასტიკესი ათეისტური ქვეყანა შექმნა და ჩვენც იარაღის ძალით შეგვითრია ათეისტურ ჯოჯოხეთში. ინება უფალმა და ეს საშინელი ეპოქაც გავიარეთ და დღეს ისევ მაგალითი ვართ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის როგორც უზნებოასთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული ქრისტიანი ერი.
ჩვენი გადარჩენის მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ათასწლეულების ქარტეხილებეში გამოწრთობილი ძლიერი ეროვნული ორგანიზმი, რომელის სიმტკიცეს ქმნის: ქრისტიანობა, ეროვნული მწერლობა, ქართული ფოლკლორი, კულტურა და სხვა უამრავი ქართული რამ. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ქართველთა თვითმყოფადობას რომლის წაშლა ვერადსროს ვერანაირმა მომხდურმა ვერ შეძლო.
და მესამე უნიშვენლოვანესი ფაქტორი, რამაც შეინახა საქართველო არის ქართველთა მხედრული ტრადიციები, ქართველი ხმლით ხელში იცავდა საკუთარ რწმენას, თვითმყოფადობასა და სახელმწიფოს. ქართული საბრძოლო ხელოვნების უდიდესმა კულტურამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს გადარჩენის საქმეში.
რას წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნება?
– ქართული საბრძოლო ხელოვნება, ანუ ძველი ქართული ტრადიციით “სამხედრო-სამამაცო ზნეობა” წარმოადგენს ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი კაცის ხასიათის ჩამოყალიბებაში. ეს არის ბრძოლისა და აღზრდის სისტემა, რომელიც უმარავ ზნე-საქციელს აერთიანებს. ის ქართული ტრადიციის მიხედვით ოთხ დარგად იყოფა. ესენია: ასპარეზობა, ფუნდრუკი, როკვა და მღერა. მხედრული აღზდა ძველ საქართველოში ითვალისწინებდას როგორც მამაკაცის ისე ქალის საბრძოლო მომზადებას. გარდა ამისა ‘სამხედრო-სამამაცო ზნეობას” აქვს მხედრული კოდექსი, რომელიც 63 სამამაცო ზნეს აერთიანებს. რომელიც თავის მხრივ ქართველთა ღირსების კოდექსის – “ზნენის” შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის მხრივ 365 ზნე საქციელს ითვლის და მთლიანად აერთიანებს ყველა სახის ქართულ ზნეობას და ტრადიციას. ქართველთა “სამხედრო-სამამაცო ზნეობის” შინაარს და ხასიათს ყველზა კარგად გადმოსცემს ქართველთა ბრძოლის წესი “ხრიდოლი”, რომელიც ძველ საქართველოში უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქის მოხერხებულობით დამარცხებას ნიშნავდა და ერთგვარ ოსტატობის დონეს წარმოადგენდა.
ტერმინი “ხრიდოლი” ნაწარმოებია სიტყვა ხრიკისგან რაც თავის მხრივ ძველ საქართველოში ილეთის ფანდის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. სწორედ მისგან მოდის მოხერხებულობისა და ოსტატობის აღმნიშვნელი სიტყვები: ხრინკა, ხრინკული, ხრიდონი, ხრიდოლი. სწორედ ამ შინაარსის გამო ეწოდება ხელჩართული ბრძოლის ქართულ სისტემას ხრიდოლი. რომელიც დღეს მხედრული მზადყოფნის ხუთ მიმართულებას აერთიანებს. ესენია: ხარდიორდა, რკენა, კრივი, ფარიკაობა მშვილდოსნობა. გარდა ამისა ხრიდოლის საბრძოლო სისტემას მხედრულ კოდექსს წარმოადგენს “ზნენი”, რომელიც ფიზიკურად და სულიერად აწრთობს მებრძოლს. 2008 წლიდან ხრიდოლი როგორც ხელჩართული ბრძოლის სისტემა ინერგება შეიარაღებულ ძალებში. გარდა ამისა ამ სისტემის მიხედვით ჩვენს მიერ გადამზადდა შინაგან საქმეთა სამისნისტროსა და დაცვის სამსახურების არაერთი ჯგუფი და ეს პორცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ტრადიციებს?
– ქართული ტრადიციები წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ სახეს და ქართველთა ცხოვრების წესს. თუ დავკარგავთ ეროვნულ ტრადიციებს დავკარგავთ თვითმყოფადობას და გავითქვიფებით ჩვენზე უფრო მრვალრიცხოვან, სხვა კულტურისა და ცივილზაციის მატარებელ ხალხში, რაც ერის სიკვდილის ტოლფასი იქნება.
მაინც რა არის ეს ქართული ტრადიცია?
– ქართველებს გვაქვს ტერმინი “ქართველობა”, რაც ქართულად მცხოვრებ ადამიანს ნიშნავს. “ქართველობა” ცხოვრების წესია. შეიძლება კაცი ქართულ გვარს ატარებდეს, მაგრამ თუ ის ქართულად არ ცხოვრობს მასზე იტყვიან: ქართველობა დაკარგული აქვსო. ქართველთა ცხოვრების წესს უძველესი დროიდან ჩემს მიერ წეღან ნახსნები ქართველთა ღირსების კოდექსი “ზნენი” განსაზღვრავს. ის 365 ზნე-საქციელს აერთიანებს და დარგებად შეიცავს სხვადასხვა სახის ზენობებს იქნება ეს: სამამაცო ზნეობა, სამხედრო ზნეობა, სადიაცო ზნეობა, სტუმარ-მასპინძლობის ზნეობა, საოჯახო ზნეობა, ნათესაობისა და მეგობრობის ზნეობა და ასე შემდეგ. ქართული ზნების წესების ვერდამცველი, ჩვენში, არამარტო “ართველობა დაკარგულად” არამედ უზნეოდ ან ზნედაცემულად იწოდება. კაცმა რომ “ქართველობა” არ დაკარგოს მას უნდა უყვარდეს ქართულად, სძულდეს ქართულად, პურს ჭამდეს ქართულად, ღვინოს სვამდეს ქართულად, იბრძოდეს ქართულად, მეტყველებდეს ქართულად, მეგობრობდეს და ნათესაობდეს ქართულად. არაქართული წარმოშობის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში გაიზარდა და იცავს ქართველთა ცხოვრების წესს, ბევრად დიდი ქართველია, ვიდრე ქართული ზნეობის დამკარგავი ნებისმიერი ქართული გვარის მქონე ადამიანი, რადგან ქართველობა ცხოვრების წესია და ამ ქვეყნის ნებისმიერი შვილი, რომელიც ქართული ტრადიციების მატარებელია ჩვეულბრივი ქართველია.
ქართველს თავისი ქართველობის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა აქვს და სანამ ქართველს ეს სიმაყე გააჩნია ჩვენი გადაშენება არ იქნება. რაცარუნდა ბედნიერი დიდი და ძლიერი ქვეყნის შვილი ეწვიოს ჩვენს ქვეყნას ან თვითონ ეწვიოს ასეთი ქვეყნის შვილს, ქართველი მაინც ამაყად დგას მის გვერდით ოდნავ ზემოდანაც უყურებს. თუ ქართველს სხვისი ქცევა მოეწონება, იქნება ეს პურის ჭამა, მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული, ვაჟკაცობა, ქართველი აუცილებელად იტყვის: ქართველივით კაციაო, ან ერზე იტყვის ძალიან გვანანო ქართველებს. ქართველისთვის “ქართველობა”, ესეიგი ქართველთა ცხოვრების წესი ერთგვარი საზომია ადამიანობის. ამ სიამაყესთან ერთად ერთი კარგი ამბავიც სჭირს ქართველს. ბევრი ერი ვიცით დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი გამორჩეულობის განცდა სხვისი განადგურებისა და დამცირების სურვილს უჩენდა და უჩენს, ქართველი კი სწორედ იმას თვლის უმთვარეს ღირსებად, რომ მოეფეროს და ჩაეხუტოს ყველას ვისაც არ ეღირსა ქართველად დაბადება და ცდილობს თავისი წილი ქართული სითბო გაუნაწილოს მას.
ამიტომ არასდროს გასჩენია ქართველს სხვა ერების განადგურების სურვილი. შორს რომ არ წავიდეთ ხშირად მილაპარაკია ჩემს აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებთან, რომ ჩვენთვის უცხოა ის რაც მათ სჭირთ ერთმანეთის მიმართ. ვერც სომეხი ჩავა ბაქოში და ვერც აზერბაიჯანელი ესტუმრება ერევანს, გარდაუვალი სიკვდილი ელის, ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ეთნოწმენდის შემდეგაც კი თითქმის ყოველდღე გვესმის მიწასთან გასწორებული სოფლების, დაზიანებული სალოცავებისა და დახვრეტილი, თუ გატაცებული ქართველების შესახებ უბრალო რუსს და მითუმეტეს ჩვენს გზააბნეულ სისხილისმიერ ძმებს აფხაზებსა და ოსებს ყოველდღე ვიღებთ და გულღიად ვმასპინძლობთ. აი სწორედ ეს არის “ქართველობა”, როცა მოსისხლების დროსაც კი ღირსეულად შეგვიძლია მტრის მასპინძლობა. ღმერთმა ნუ მოუშალოს ქართველს ქართველობა!
და მაინც, ქართულში ბევრი არაქართულია დამკვიდრებული, როგორც ტრადიცია ასევე სიტყვა, წესი…
– არაქართული წარმოშობის ტრადიცია ცუდს არ ნიშნავს. თუკი რაიმე არაქართული წარმოშობის ჩვეულება ქართველთა ეროვნულ სხეულს არ ამახინჯებს თავისუფლად შეგვიძია მისი მიღება, მაგრამ თუ კი ის ქართულ სახეს გვიკარგავს არ უნდა მივიღოთ. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ენის სიწმინდის დაცვა. სამწუხაროდ დღეს მოდად იქცა ახალი არასაჭირო უცხოური სიტყვების შემოტანა. ეს არის საკუთარი ენის უნებლიე თუ წინასწარ გამიზნული მტრობა. მაშინ როცა ამა თუ იმ სიტყვის შესატყვისი ქართული სიტყვა არსებობს, ან შესაძლებელია, რომ ქართული ფუძით ვაწარმოოთ ახალი საჭირო სიტყვა, რატომ უნდა შემოვიტანოთ ახალი სიტყვები? ტრაგედიაა, როცა მრავალჟამიერის ათეულობით ვარიანტის პატრონი ერი, დაბადების დღის მისალოცად “რა ლამაზი დღეას” ინგლისური თუ ქართულ ვარიანტებს იყნებს. ტრგედიაა, როცა ქართველი სიხარულის გამოსახატად ვაშას ნაცვლად “იესს” იყნებს. სამწუხაროა, რომ ქართულ ენაზე ასეთი მოძალების დროს საქართველოს არ აქვს “ენის კანონი” რით ვერ მოიცალეს ქართველმა პარლამენტარებმა ქართული ენისთვის რას აკეთებენ უკეთესს?!
რომ არა ქრისტიანობა, რა იქნებოდა საქართველოში და როგორები ვიქნებოდით?
– უბრალო ათესიტისთვისაც კი ცხადია, რომ ქრისტინობა, გარდა იმისა, რომ უფლისკენ სავალ გზას წარმოადგენს, ის არის ჩვენი ეროვნული სახის და სახელმწიფოებრიობის საფუძველთა საფუძველი. თუ არა ქრისტიანობა ხომ არ ჩავიკარგებოდით როგორც ერი უზარმაზარ მუსლიმურ ოკეანეში?! თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტამბოლიდან მოყოლებული აფრიკის შუაგულამდე და ჩინეთ-ინდოეთამდე მხოლო სამი მოდგმა: არაბი, სპარსელი და თურქი ცხოვრობდა და ცხოვორობს ძალიან ცდება. უამრავმა ერმა პოვა აღსასრული და შეერია ამ სამ ერს სწორედ იმის გამო, რომ მათ ამ სამ ერთან რჯულის ერთობა ჰქონდათ. ჩვენც იგივე გველოდა ჩვენი სიმცირის გამო. ამის მთავარი მტკიცებულება ლაზეთი და სამხრეთ საქართველოა. სამუსლიმო საქართველო რაოდენობრივად ბევრად სჭარბობს ქრისტიანულ საქართველოს, მაგრამ სად ჩანს მათი ეროვნული სახე და თავისებურება?! რა შეიქმნა მუსლიმ ქართველთა წიაღში გამორჩევით ქართული?! ეს მაგალითიც ნათლად გვიჩვენებს თუ რა ელოდა საქართველოს ქრისტიანობის გარეშე…
როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი და ასევე ქალი?
– კაცს, უპირველეს ყოვლისა, მამაცობა და ბრძოლის ჟინი უხდება, ქალს კი კდემამოსილება და სათნოება. დღეს უცხოეთიდან დაფინანსებული ‘გრანტიჭამია” ორგანიზაციები გამალებით იბრძვიან, რომ ქალსა და კოცს შორის განსხვავება წაშალონ, დააკარგვინო კაცს კაცობა და ქალს ქალობა. აქციონ ისინი ერთნაირ არსებებად. ქალს და კაცს თავისი ადგილი აქვს როგორც ოჯახში ისე მის გარეთ. არ შეიძლება კაცსა და ქალს შორის ზღვარის წაშლა. ქალი და მამაკაცი ერთმანეთისთვის არის გაჩენილი, მათ შორის განსხვავება წარმოშობს ლტოლვას ერთმანეთის მიმართ. კაცს ქალის სინაზე და სათნოება ხიბლავს, ქალს მამაკაცის ვაჟკაცობა და სიძლიერე იზიდავს, თუ ისინი ამ ბუნებრივ თვისებებს და განსხვავებას დაკარგავენ რა ერქმევათ ასეთ არსებებს?! თუ წაიშლება განსხვავება კაცსა და ქალს შორის ჩვეულებრივ ამბად იქცევა ლტოლვა საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ.
ქალიშვილობის ინსტიტუტზე ხშირად კამათობენ…
– ღირსეული ადამიანებისთვის ასეთი რამ საკამათო არ შეიძლება იყოს. ვინც ქალიშვილობას ანუ ქორწილამდე უმანკოების დაცვას ეწინააღმდეგება ის ან მრუშია ან მრუშობის პროპაგანდისტი, ან ორივე აერთად. “არ იმრუშო” უფლის მიერ დაწესებული მცნებაა და ვინც უფალს უპირისპირდება მას უღმერთოს ეძახიან ჩვენში. არ იმრუშო ერთი უმთავრესი მცნებაა და ვის აქვს უფლება გააუქმოს ან შეცვალოს უფლის მცენებები?! თუ ვინმეს სჯერა, რომ პატიოსან ცხოვრებას აღვრისახსნილი სჯობს, ეს მათაი არჩევანია, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მრუშობის პროპაგანდა ნებადართულია, უფლის მცნებების ქადაგება კი იკრძალება.
სამწუხაროა, რომ ჩვენში დემოკრატიის ეს უცნაური ფორმა მკვიდრდება. მრუშობის უფლება არ აქვს არავის არც კაცს და არც ქალს არც ქორწინებამდე და არც ქორწინების შემდეგ. თუ ვინმე ამ ცოდვით ცხოვრობს რაც ადრე შეინანებს და შეუდგება უფლის გზას მით უკეთესი.
გარკვეული ნარკოტიკების ლეგალიზაციით რას მივიღებთ?
– პირადად მე წინააღმდეგი ვარ, რომ ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იჭერდნენ, მაგრამ იძულებით მკურნალობის დანიშვნა კი საჭიროა. ნარკომანი დამნაშავე არ არის ის ავადმყოფია. ასეთი ადამიანის გამოვლენის შემდეგ მას უნდა აეკრძალოს სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა, უნდა მოხდეს მისი იძულებითი დაყენება მკურნალობის რეჟიმზე. მაგრამ ციხეში ჩასმით არა მგონია ნარკომანის გამოსწორება შევძლოთ. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის იბრძვიან. მე მათ ვურჩევდი ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა გასწიონ. ჩემი აზრით ნარკოტიკების ლეგალიზაციისკენ მოწოდება და ნარკოტიკის სასარგებლო თვისებებზე საუბარი დიდი ჯარიმით უნდა ისჯებოდეს, ან ისჯებოდეს იძულებითი შრომით სპორტული მოედნების მოწყობისა და დასუფთავების სამუშაოზე.
ამბობენ ღვინსაც მოაქვს ფატალური და სხვა უარყოფითი შედეგებიო… რამდენად გამოდგება ეს არგუმენტი ნარკოლეგალიზაციის წინააღმდეგ?
– არასწორი შედარებაა! თუკი ერს ღვინის სმის კულტურა არ აქვს და ალკოჰოლური სასმელი სახელმწიფოს პორბლემებს უქმნის, რა თქმა უნდა, ალკოჰოლიც უნდა აიკრძალოს, მაგრამ საბედნიეროდ ქართველ კაცს ამის პრობლემა არ აქვს. პირიქით ჩვენში ღვინის სმა მხოლოდ დალევა არ არის. ქართული პურობა საუფლო რიტუალია! ქართველი პურ-ღვინოსთან ერთად განათლებას იღებს. ეს არის ისტორიის, ლიტერატურის, ზნეობისა და ტრადიციების გაცნობის ადგილი. მისი შედარება ნარკოტიკულ თრობასთან ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. არსებობენ დედამიწაზე ერები, რომლებსაც არ აქვს ალკოჰოლური სასმელის დალევის კულტურა და ასეთ ქვეყნებში მშრალი კანონი მოქმედებს და ნარკოტიკის მსგავსად არის სასმელის დალევა აკრძალული. მაგალითად ავიღოთ ფინეთი.
ეს ქვეყანა სოციალურად, ეკონომიურად, განათლების სისტემით ერთერთი მოწესრიგებული ქვეყანაა, მაგრამ სმის კულტურის არ ქონის გამო იქ მშრალი კანონი მოქმედებს. ესიგი ამ ქვეყანაში სასმელი ნარკომანიის დონის პრობლემაა და ამიტომაც არის აკრძალული. საქართველოში ასეთივე პორბლემებს შექმნის ნებისმიერი სახის ნარკოტიკის ლეგალიზაცია და ეს არუნდა მოხდეს.
საქართველოს ისტორიის პრობლემა რა არის, რატომ გვაქვს მუდმივად გარდატეხის პერიოდი და მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის?
– მუდმივი ბრძლა დამოკიდებლობისთვის განსაზღვრა მტრის სიმრავლემ და არა იმან, რომ ქართველი ვერ გამოვიდა გარდატეხის ასაკიდან. ქართველთა გარდატეხის ასაკს დავაბრალოთ ის რომ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები ცდილობდნენ ქართველთა ქვეყნის კარიბჭის შემონგრევას?! მოდიოდნენ, ვიგერიებდით და სხვებისგან განსხვავებით წარმატებითაც ვაკეთებდით ამ სამეს. ვინც ვერ შეძლო ჩვენსავით ბრძოლა ისინი გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან. საქართველოსთვის ძირითადი საფრთხე სამხრეთიდან მოდიოდა, მაგრამ ეს საფრთხე ერთი და იმავე ერისგან არ იყო. ჩვენგან სამხრეთში იბადებოდნენე და ქრებოდნენ ქვეყნები და იმპერიები. ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. ერთი დაღუპული სახლემწიფოს ადგილზე მეორე ჩნდებოდა, ჩვენ კი არც საცხოვრებელი ადგილი შეგვიცვლია, არც დამწერლობა, არც ენა და არც სახელმწიფოებრიობა დაგვიკარგავს. ჩვენს უმთავრეს პრობლემას მტრის სიმრავლე წარმოადგენდა. დააკვირდით მათ გამრავლების წესს. ჩვენგან სამხრეთით მცხოვრებ ყველა ერს რელიგიური ტრადიციიდან გამომდინარე მრავალცოლიანობა ჰქონდა წესად, სომხეთს არ ვთვლი, რადგან სომხური სახელმწიფო მე-11 საუკუნეში დაიღუპა და მხოლოდ რუსული იმპერიის დახმარებით მეოცე საუკუნეში აღიდგინა სახელმწიფოებრიობა.
გარდა მრვალცოლიანობისა სამხრეთში, ქმრის სიკდვილის შემთხვევაში, ქალს მაზლი ან ქმრის ბიძაშვილი ისვამდა ცოლად. შეუღლების ასეთი წესის გამო სამხრეთელი მეზობლები უზომოდ გამრავლდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ჩრდილოეთშიც სადაც რუსთა ტომი გამრავლდა უზომოდ და აქაც ქართველთათავის უცნაური გამრავლების წესი თამაშობდა მთავარ როლს. ამ წესს “სნოხაჩესტვოს” ეძახდნენ. ამ წესით რუსულ ოჯახში შემოსული პატარძალი გარდა ჯვარდაწერილი ქმრისა მამამთილთან და მაზლებთან წვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ეკლესია გამალებით ცდილობდა ამ საშინელი ტრადიციის ამოძირკვას მეოცე საუკუნემდე მაინც ვერ მოშალა. მართალია ქართველობა სიმცირით იჩაგრებოდა, მაგრამ რომელი ქართველი იტყვის, რომ ჩვენ რამედ გვიღირდა ასეთი გამრავლება?!
აი ამიტომ გვიწევდა მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ხომ მაინც შეგვიძლია გადავხედოთ ჩენს განვლილ გზას და სწორად შევაფასოთ წარსულის მოვლენები?! როდის გვყოლია სუსტი მტერი, რომელ ეპოქაში?! დღეს ხომ ამინც ვიცით რა ძალას წარმოადგენდა უზარმაზარი რომის იმპერია ბიზანტიასთან ერთდა?! ისიც ხომ ვიცით როგორ გადაიჭიმა არაბთა იმპერია საფრანგეთიდან ჩინეთამდე და ინდოეთამდე? ისიც ხომ ვიცით მონღოლთა ურდომ როგორ მიაბჯინა ცხვირი ევროპას მაშინ როცა კუდი იაპონიასთან ჰქონდა. იქნებ მაშინ გვქონდა ადვილად გამოძრომის შანსი, როცა სპარსეთმა და ოსმალეთმა საქართველოს შუაზე გაყოფა სცადეს. იმ დროს ოსმალეთის საზღვარი ვენასთან და კიევთან გადიოდა სამხრეთში კი შუა აფრიკას სწვდებოდა, სპარსეთი კი ინდოეთიდან და შუა აზიიდან მოყოლებული ბაღდადამდე ფლობდა ყველაფერს.
აი ამათ ებრძოდა საქართველო და გაუძლო. ეს არ იყო გარდატეხის ასაკიდან ვერ გამოსვლის ბრალი. გარდატეხის კიარა მეხთატეხის პრობლემა გვქონდა ჩვენ და მაინც ღირსეულად გავუძელით. ჩვენს გარშემო არსებული ყველა ქვეყანა დაემხო და განადგურდა. და ბოლოს მხოლოდ ჩვენ შევრჩით აზიას ქრისტიანულ ქვეყნად.
ბატონო ნუკრი, თქვენ რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოთ, რას იზამდით?
– სამი რამ უჭურს დღეს ყველაზე მეტად საქართველოს და ამ სამი საქმისთვის უნდა იხარჯებოდეს საქართველოს ხელისუფალი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ზნეობრივი სიჯანსაღე. სამივე მიმართულებით ძალიან გვიჭირს. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს მშვიდად ეძინოს სანამ მტერი დგას ქართულ ხეობებში. ეს უნდა იყოს მისი ყოვედლღიური ცხოვრების მთავარი თემა. ის უნდა ფხიზლობდეს და აფხიზლებდეს ქართველს. ასევე ძალიან დიდი განსაცდელი უდგას, გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას, ამიტომ პრეზიდენტი თავისი საქმიანობით უპირველეს ყოვლისა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ამაღლებაზე უნდა ზრუნავდეს და მესამე და უმნიშვნელოვანესი რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა ემსახურებოდეს ეს არის ზრუნვა ზნეობის დასაცავად. არ შეიძლება პრეზიდენტი მდიდარი სექსით ტრაბახობდეს. პრეზიდენტი ერის სახე უნდა იყოს და თვითონ აძლევდეს ერს ზნეობის მაგალითს.
და მაინც, ვინ არის ნუკრი მჭედლიშვილი?
– ნუკრი მჭედლიშვილი ქართველთა უღირსი თაობის ერთ-ერთი უღირსი წარმომადგენელია! ჯვარი ეწეროს სქართველოს, რომ მე და ჩემი თაობა ისე წავიდეთ იმქვეყნად, რომ ვერაფერი ვუწამლოთ იმ იარებს, რაც ჩვენი არასწორი საქმეების გამო ჭრილობად დაჩნდა ჩვენს ქვეყნას. ჩვენი თაობის კისერზეა სამოქალაქო ომის დანაშაული, ჩვენი თაობის კისერზეა მტრისთვის ჩაბარებული ქართული სოფლები და ქალაქები, ჩვენი თაობის კისერზეა მტრისგან სახელმწიფოებად აღიარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო. შეიძლება ჩვენი თაობის რომელიმე წარმომადგენელს ჰგონია, რომ პირადად ის არფერშუაშია მაგრამ ტყუილი თავის მართლება იქნება ეს. მეტნაკლებად ყველას გვაწვევს კისერზე ეს ცოდვები.
მე ერთი იმათგანი ვარ, ვინც ცდილობს, რომ თავისი საქმიანობით ქართველთა ფიზიკურ და ზნეობრივ სიჯანსაღეში რაღაც წვლილი შეიტანოს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც სჭირდება საქართველოს. იყო დრო როდესაც პირადად მე და ჩემს მეგობრებს გვეგონა, რომ ქართველთა მხედრული ტრადიციებისა და ხრიდოლის საბრძოლო სისტემის აღორძინებით რაიმე მნიშვნელოვან სიკეთეს მოვუტანდით ჩვენს ქვეყნას, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც სჭირდება ჩვენს ქვეყნას.
მეც და ჩემი არაერთი მეგობარი, რომელიც დღეს ხრიდოლის ფედერაციაში საქმიანობს ერთ დროს ეროვნული მოძრაობის უბრალო წევრები ვიყავით, მაგრამ მოვშორდით პოლიტიკას მხოლოდ იმის გამო, რომ ბრძოლის წესი არ მოგვეწონა, და ჩავთვალეთ, რომ ქართველთა მხედრული ტრდიციების აღორძინებით უფრო გამოვადგებოდით ქვეყანას. მაგრამ ახლა გული მწყდება, რომ ჩვენმა საქმიანობამ დიდი ვერაფერი არგო სამშობლოს, ჩვენი ნაკეთები წამლად ვერ შევარგეთ ქვეყნას და ამიტომაც დღეს ჩვენს ქვეყნას ისევ უჭირს მტრის მიერ დაკავებული ხეობების, წამხდარი ზნეობისა და დაკარგული ღირსების გამო. უფალს ვთხოვ, რომ მომავალში მაინც აუხილოს ქართველობას თვალი და დაგვანახოს გზა თუ როგორ მოვუშუშოთ ქვეყანას იარები.
რა არის ადამიანისთვის უპირველესი სიმდიდრე?
– ხრიდოლის გერბზე ყველა ქართველისთვის სამი საფიცარი სიტყვაა გამოატნილი: უფალი, სამშობლო და ღირსება. ყველა სხვა სიმდიდრე და ქონება წარმავალია. ბედნიერი და მდიდარია ადამიანი ვისაც ეიმედება და სწამს უფლი, მდიდარია ადამიანი ვისი სული და გული სახლი და ოჯახი სავსეა სამშობლოს სიყვარულითა და მისი სამსახურით, და ბოლოს ადამიანის პირადულიდან ყველაზე დიდი სიმდიდრე ღირსებაა. ის სიცოცხლეზე მეტია. ამაზე ძვირფარსი არაფერი გააჩნია ქართველს. თუ დაკარგავ ღირსებას მასთან ერთად დაკარგავ სამშობლოს, წინაპრის საფლავსა და სალოცავს. სხვა ყველაფერი პირადი რაც გაგაგაჩნია შეიძლება დაკარგო და თავიდან დაიბრუნო სამშობლოც კი, მაგრამ თუ დაკარგავ ღირსებას ვერასდეს აღიდგენ და დაიბრუნებ მას. ამიტომ მე ვთვლი რომ ეს სამი რამ არის ქართველისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე.
ბოლო ოცდაათ წელში განვითარებული მოვლენების შესაბამისად რა დასკვნას გააკეთებთ?
– ეს იყო უმძიმესი, მაგრამ ის ასევე უდიდესი ბედნიერების წლები. ბედნიერების იმიტომ, რომ ახდა ქართველთა ნანატრი ოცნება და საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. მძიმეა, იმიტომ, რომ 30 წლის განმავლობაში დაშვებული დიდი და მცირე შეცდომების გამო დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი მტრის მიერ არის ოკუპირებული. მტერი იმის გახლავთ, რომ გვავნოს და გვებრძოლოს მტერს ვერაფერში დავემდურებით, დასამდური საკუთარ თავთან გვაქვს. ვერ შევინახეთ, ვერ გავუფრთხილდით ერთმანეთსა და საკუთარ ქვეყანას. ერთმანეთთან ბრძოლაში დავხარჯეთ ის ენერგია, რომელიც მტერთან ბრძოლაში უნდა დაგვეხარჯა.
საკუთარ ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მიმავალი გზა მტერმა გადაგვიკეტა, ჩვენ კი ვერ ვაჯობეთ მტერს, რადგან ერთმანეთათან ბრძოლა და ანგარიშის გასწორება უფრო მნიშვნელოვან საქმედ ჩავთვალეთ, მტრის დაკრულზე ავცეკვდით. არ ვართ ისეთი სუსტები, რომ მტერს ასე ადვილად ეჯობნა, მაგრამ ჩვენ ჯერ ერთმანეთთან დავაპირეთ ანგარიშის გასწორება. მტრისთვის ვერ მოვიცალეთ, და როცა მოვიცალეთ უკვე გვიანი იყო.
მგონი დამეთანხმებით, რომ საქართველოში სუფრისა და ღვინის ტრადიცია თითქმის დაიკარგა…
– ვერ დაგეთანხმებით, რომ თითქმის დაიკარგა, არ დაკარგულა, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ დაიკარგოს და ამისთვის კი უნდა ვიფხიზლოთ. ქართული პურობა არის ჩვენი იდენტობის ერთერთი გამომხატველი. ქართული პურ-ღვინის რიტუალი უამრავ ქართულ ტრადიციას ინახავს. ის არის ერთგვარი აღმზრდელობთი “დაწესებულება”, როგორც გვიყვარს თქმა: “ქართული სუფრა აკადემიაა” მისი მოშლა დიდად დააზარალებს ქართველს. რაც შეეხება პურობის ტრადციების აღრევას, მაგალითად სასმისის დიდი ზომა, ზოგიერთ კუთხეში განსახვავებული სასმისის უადგილოდ გამოყენება, დაძალების ჩვეულების შემოსვლა ეს ყველაფერი უკანასკნელ დროებაშია გაჩენილი და ის უნდა მოვიშოროთ. მხოლოდ სასმისის ზომის შესახებ რომ ვთქავთ, ძელი ქართული ღვინის სასმისი 50-60 გრამიანი იყო და მისი ბოლომდე გავსება და ბოლომდე დაცლას ადათი კრძალავდა. ჭიქის თავი უფლისააო იტყოდნენ. არც ბოლომდე ცლიდნენენ: ანგელოზი ფეხებს იბანსო. ამ წესის პატრონებს ისიც გვახსოვს, რომ ერთი პერიოდი 200 გრამიანი ჩაის ჭიქებიც კი ვაქციეთ ღვინის სასმისებად.
ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ფორმებმა, ანუ ფორმალურობამ, მაგალითად, ჩოხოსნობამ და ამით ტრადიციების დაცვამ… ტანსაცმლით რამდენად შევძლებთ ტრადიციების დაცვას გლობალიზაციის ეპოქაში და საბოლოოდ საქართველოს შველას 21-საუკუნეში?
– ჩოხოსნობა დიდებული საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესიც უნდა გვქონდეს შესაბამისი. ჩოხით სიარული წინაპრის გახსენება, ტრადიციებისა და წარსულის პატივისცემაა, და თუკი კაცი თავისი ქცევით არცხვენს საკუთარ წარსულს მაშ რა აზრი აქვს ჩოხის ჩაცმას?! ტანსაცმლით, თუ სხვა სახის “შეფუთვით”, რა თქმა უნდა, ვერ შევინარჩუნებთ ქართველობას. თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ ჩვენი შინაგანი გულისცემა, გარეგნული სამოსი და ქცევა ერთმანეთს უნდა შეესატყვისებოდეს და უნდა იყოს ქართული, თუ არადა გარდაუვალი დაღუპვა და გათქვეფა გველოდება მრვალმილიარდიან “ოკენეში”.
ბათუმის მოვლენებს რა სახელს დაარქმევდით?
– ბათუმის მოვლენება კიდევ ერთხელ დაგვანახა სახელმწიფობერივად მოაზროვნე მამალიშვილების სიმცირე. თურმე 26 წლოვანი დამოუკიდებლობისა და დიდი გამოცდილების დაგროვების მიუხედავდ ისევ გვიჭირს იმის გააზრება, რომ არ შეიძლება საკუთარ შურსა და ბოღმას სახელმწიფო ინტერესები ვანაცვალოთ. ეს ჩანდა, როგორც მასმედიის, ისე ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენელთა გამოსვლაში. ჯვარი გვეწეროს ეს ყველა ოპოზიციონერს, ჟურნალიტს და მთავრობის წევრს ეხებოდეს, მაგრამ სამივე მხარეს იდგნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ლაფი ესროლათ ერთმანეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცხდად ჩანდა როგორ ხვდებოდა მათ მიერ ნასროლი ტალახი საქართველოს.
ეს ადამიანები მაინც არაფრად აგდებდნენე ამას და მოწინააღმდეგესთან ერთად სვრიდნენენ საკუთარ ერასა და სახელმწიფოს. ორმაგად მიუღებელია ასეთი დაუფიქრებელი ქცევა სასაზღვრო რეგიონში, მითუმეტეს აჭარაში სადაც არაერთი დიდი სახელმწიფო უკვე მრავალი საუკუნეა ქართული სულის ჩაკვლას ცდილობს.
საქართველოს ასეთი ყოფის გამო მხოლოდ მთავრობები არიან დამნაშავენი?
– მთავრობას ჩვენ ვირჩევთ. ის ისეთივეა, როგორიც არჩევანის გამკეთებელი ერი. რაც ჩვენ ვართ ის არის ჩვენი მთავრობაც. ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან, ისეთივე ბუნებისა და ზნე-საქციელის მატარებლები როგორებიც ჩვენ ვართ… მთავრობაში სხედან ჩვენი მეგობრები და ნათესავები. მივიხედ-მოვიხედოთ გარშემო, გადავხედოთ ჩვენს საახლობლოს, კარგად შევამოწმოთ საკუთარი სიყოჩაღე და მამულიშვილობა და მივხვდებით, რომ რაშიც ჩვენ მთვარობის წევრებს ვედავებით, იმავეს ჩვენს საკეთებელ საქმეში ვაშავებთ. ჩვენ არაფრით ვართ უკეთესები ჩვენგან არჩეული და შემდეგ დაწუნებულ მთვარობაზე.
ადამიანების უმრავლესობა, რომელიც საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს კეთილსინდისიერად არ იხდის ომახინად აკრიტიკებს მთავრობას, ან მის რომელიმე წევრს. პრობლემა ჩვენშია. სახელმწიფო საკუთარი ოჯახიდან და სამსახურიდან იწყება. ჩავიხედოთ საკუთარ თავში და გავიაზროთ რამდენად თავდადედებით ვემსახურებით ქვეყნას. ჯერ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ სინანულის მიზეზი და მერე რა თქმა უნდა სხვასაც უნდა მოვთხოვოთ პასუხი, მათ შორის მთავრობას. თორემ რა გამოდის? მთელი ერი მხართეძოზეა წამოწოლილი და მხოლოდ არჩევნების მოახლოებისას წამოიშლება და მირბის საარჩოვნო ყუთთან და არჩევნების მეორე დღიდან ისევ მხართეძოზე წამოწოლილი ელოდება როდის ააყვავებს მთავრობა საქართველოს.
და როცა გააცნოებერებს, რომ თურმე არც ესენი ვარგებულან სუმლოუთქმელად ელოდება შემდეგ არჩევენებს რათა მორიგი იმედგაცრუება განიცადოს. ჩემს ხალხს ვუსურვებდი, რომ მთავრობის იმედი ნაკლებად ჰქონდეს, იყოს მხოლოდ უფლისა და საკუთარი თავის იმდედად და ნაკლებად მოუწევს იმედგაცრუების გადატანა. შრომა გადაარჩენს სქართველოს, მუხლჩაუხრელი შრომა და არა კარგი მთავრობა.
მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარშემო მომხდარ ამბავს როგორ აღიქვამთ და რას ნიშნავს ეს პატარა ერისთვის? ვინ არის მისი უწმინდესობა ილია მეორე დღეს საქართველოსთვის?
– უდიდესი განსაცდელი უდგას დღეს ჩვენს ეკლესიას. ამ განსაცდელმაც ნათლად დაგვანახა, თუ როგორი პაუხისმგებლობა ჰკიდია თითოეულ ჩვენთაგანს. თუნდაც ერთი ადამიანის არასწორმა სიტყვამ თუ ქმედებამ შეიძლება დარტყმის ქვეშ დაყენოს მთელი ეკლესია და სახელმწიფო. გასვაროს ყველა ქართველის და პატიოსანი ღვთისმსახურის სახელი. ამიტომ არის საჭიროა დიდი სიფრთხილე და დაკვირვება. ახალი და უცნაური არაფერი მომხდარა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფლის 12 მოციქულიდან ერთი იუდა იყო, ის მუდმივად ტრიალებს დედა ეკლესიის გარშემო. სადაც უფალის სიტყვა იქადაგება იქვე იუდა ღალატს გეგმავს. ამიტომ მომხდარი ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ და ამის შემდეგ მაინც ფრთხილად და ღირსეულად გავაგრძელოთ უფლისკენ სავალი გაზა. ეს ბრძოლაა, მძიმე ომი უფლისთვის და საქართველოსთვის. დიდებულად აქვს ნათქვამი ჩვენს პატრიარქს: “იბრძლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა თქვენ საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი სქართველო, დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი თქვენი ბასიანი?” ძნელია, რომ ამაზე უკეთესად თქვა. ღმერთამ დიდხანს გვიცოცხლოს საქართველოს იმედად ჩვენი ბრძენი პატრიარქი.
საქართველოში სიცოცხლეში ხშირად არ ფასდება ადამიანი და მისი ღვაწლი. ეს რას მივაწეროთ?
– ცოცოხალი კაცის ქება წესი არ არის ჩვენში. ეს ერის დადებითი ზნეა და არა უარყოფითი. ცოცხალი კაცი უნდა იბრძოდეს და იცავდეს საკუთარ იდეას. კარგია თუ მამულიშვილს თავის დროზე ამოიცნობს ქართველი და გვერდით დაუდგება, მაგრამ ეს არ არის ადვილი საქმე და არც უნდა გაგვიკვირდეს. ღირსეული ადამიანი და მამულიშვილი არც უნდა ელოდეს სიცოცხლეში მისი ღვაწლის დაფასებას. გმირი ჩინ-მედლებისთვის არ იხარჯება, გმირს უბრალოდ სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია. მამულიშვილმა იცის, რომ მისი სული, გული და სიცოცხლე სამშობლოს ეკუთვნის და მას უნდა შეწიროს. ვინც ვერ ხედავს მამულიშვილის ღვაწლს და მადლობის მაგივრად ტყვიას ესვრის, ის ამით ქვეყნას მტრობს, თორემ მამულიშვილს ვერაფერს დააკლებს. მამულიშვილისთვის სანატრელია სიკვდილი სამშობლოს სამხვერპლოზე. ამიტომ არ მჯერა ადამიანების, რომლებიც იხარჯებიან და ამ დროს გამოსავლას ელიან საკუთარი მოღვაწეობისთვის. მამულიშვილი იმის მამულიშვილია, რომ ყოველგვარი დაფასების გარეშე იბრძოლოს საკუთარი მამულის უკეთესობისთვის. თუკი მამულიშვილი თავისი მოღვაწეობისთვის დაფასებას ითხოვს, მაშინ ის ჩვეულებრივი საქმოსანი ყოფილა, რომელიც მოგებას ელოდება. სამშობლოს სამსახური ქრისტეს ეკლიან გზას ჰგავს, ქრისტეზე მეტი ვინ არის, რომ სიცოცხლეში ითხოვდეს დაფასებას?
მაშინ ის მითხარით ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რას წარმოვადგენთ და საით მივდივართ…
– ქართველები ვართ, ათასწლეულების სიღრმიდან მოვიდვართ, ისეთი შორეთიდან, რომ იმ ეპოქიდან თითოოროლა შეგვრჩა, დანარჩენები ათასწლეულების ბილკიზე წაიქცნენ და დაიღუპნენ. ჩვენ კი დღესაც ვდგავართ და ვცხოვრობთ, თანც ისევ იმ ადგილას საიდანაც დაიწყო ჩვენი დასაბამი. ფეხი არასდროს მოგვიცვლია. აქ ვართ და ისევ გვებრძვიან, მაგრამ ვერ დაგვამარცხებენ. საით მივდივართ და თავისუფლებისკენ. იმიტომ რომ ჯერ ისევ უჭირავს მტერს ჩვენი ხეობები. მომავალშიც მძიმე ბრძოლები გველის, რადგან აღმოსავლეთის და დასავლეთი საზვარზე ვართ როგორც ყოველთვის და ამიტომ ბეწვის ხიდზე სიარულს გავს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ტყუილად აქვს მტერს ჩვენი გატეხის იმედი, უარესი განსაცდელი გვინავხავს ამასაც გადავიტანთ.
საქართველო როგორი მოწყობის ქვეყანა უნდა იყოს, საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ სამეფო?
– ჩვენ ვიყავით მონარქიული ქვეყანა და გვყავს მსოფიოს ერთერთი უძველესი დინასტია. სამეფო ხელისუფლება ჩვენში დამპყრობელმა გააუქმა, ეს არ ყოფილა ქართველის ნება, ამიტომაც უნდა აღდგეს მონარქია. ის ყველაფერთან ერთად უძველესი სახელმწიფოებრიობის ნიშანია. ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ეს ნიშანი. მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ქვეყანას ტრადიციების დამცველი კიდევ ერთი ინსტიტუტი შეემატება. ამჟამად ამ საქმეს დედა ეკლესია ითავსებს, მონარქიულ წყობაში კი უფრო უკეთ შევძლებთ ტრადციული ღირებულელების დაცვას.
და ბოლოს, რა არის თქვენთვის მარადიული საფიქრალი, საკეთებელი და სათქმელი?
– ჩემთვის და ნებისმიერი ქართველისთვის, ვინც კი თავს ამ ქვეყნის შვილად თვლის მარადიული საფიქრალი მამულია, მარადიული საკეთებლი სამამულო საქმეა, მარადიული სათქმელი მამულის სადიდებელია. ეს ქვეყანა გვებოძა უფლისგან და მხოლოდ მისი სამსახური არის ჩვენი ცხოვრების უმთავრესი აზრი.
რა არის საქართველოსთვის ლიტერატურა ანუ პროზა-პოეზია?
– ქართული მწერლობა არის ქართველობის უმთვარესი საყრდენი და დედაბოძი, ეს არის მაცოცხელებელი სისხლი საქართველოს ძაღვებში. სისხლი რომლის უწყვეტი დინება სულ ცოტა 1600 წელს ითვლის და ვერავინ შეძლო მისი შეჩერაბა. უდიდესი სამამულო ღვაწლია მწერლობა, როცა ის მამულის და საუფლო ზნეობის დაცვას ემსახურება. სამწუხაროდ დღეს ქვეყნის მსგავსად დიდი გნსაცდელი უდგას ჩვენს მწერლობას. ჩვენში გამოჩნდა უამრავი მწერალი, რომელიც კალამს უზნეობის პროპაგანდისთვის იყენებს. რას ვიზამთ ასეთია ეს დროება, ამიტომ დღეს ორმაგი შრომა და თავდადება და ერთმანეთის გატანა მართებთ ღირსეულ მწერლებს, რათა არ შეილახოს ქართველი მწერლის სახელი..
“წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – “ივერიის” ჟიურის წევრი იყავით წელს და რა მოგცათ ამან ან რას მისცემს ეს ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებას?
– მომცა ის, რომ 44 საინტერსეო ადამინის და მწერლის შემოქმედებას გავეცანი. საინტრესო იყო, როგორც გამოცდილი მწერლების ნაწერის წაკითხვა, ისე გამოუცდელი დამწყები მწერლების გაცნობა. აუცილებელია გაგრძელდეს ეს პროექტი, ის ბევრ მწერალს წაახალისებს და მათი აღმოჩენის საშულებას მისცემს მკითხველს…
ვინ არის ილია ჭავჭავაძე საქართველოსთვის და როგორ შეაფასებდით მის ღვაწლს?
– ილიას ქართველმა კაცმა საქართველოს უგვირგვინო მეფე უწოდა, დედა ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა. ის დედაბოძივით შეუდგა ქართულ ცას. ის იყო მომავლის გზის მიმცემი და წინამძღოლი მისი დროის საქართველოსი. ის იყო მკურნალი ყველა ჭრილობის, რომელიც კი მისი დროის საქართველოს სჭირდა. ფინანსებით გვიტევდა უცხოტომელი და ილიამ ქართული ბანკი შეაგება, არაქართული სკოლით ცდილობდა ჩვენს გარუსებას და საპასუხოდ ქართული სკოლა აღადგინა. რუსული ჟურნალ-გაზეთებით ცდილობდა დამპყრობელი ქართველის ცნობიერების შეცვლას და ქართული ჟურნალ-გაზეთი დააყენა, ილიამ, ქართული აზრის სადარაჯიოზე. და ასე იყო ბრძოლის ყველა ფრონტზე.
მტრის მოქნეულ ნებისმიერი სახის იარაღს, ილია ქართულად ნაჭედ იმავე სახის იარაღს ახვედრებდა. ილიამ შექმნა დაპყრობილ ქვეყნაში მთელი ეპოქა და კიდევ უფრო განამტკიცა ქართველთა ეროვნული ორგანიზმი. ამიტომ არ არის ილია წარსული ის დღევანდელობის და მომავლის მასწავლბელია.რას ნიშნავს იყო პოეტი. მწერალი ანუ როგორი ადამიანი უნდა იყოს შემოქმედი და რა მოეთხოვება მას? ერთ დროს პოეტი და მწერალი ერის მასწავლებელი და აღმზრდელი იყო. ესა თუ ის მწერალი თუნდაც თავისი პირადი ცხოვრებით სამგალითო არ ყოფილიყო ის მაინც ზნეობის მქადაგებლად გამოდიოდა და ამით ინანიებდა ცოდვას.
დღეს კი ჩვენდა სამწუხაროდ მწერლის სახელის მატარებელი არერთი ადამიანი ქრისტიაონობისა და ზნეობის მტრად გვევლინება და უზნეობის პროპაგანდითა და წმინდანთა შეურაცხყოფით ცდილობს სახელის მოხვეჭას. ეს არის ჩვენი ერის დიდი ტრაგედია. ასეთმა ადამიანებმა უკვე დიდი ჩრდილი მიაყენეს ქართველი მწერლის სახელს, ინებებს უფალი და ამ კრიზისასაც ღირსეულად გადაიტანს ქართული მწერლობა.
ავტორი:
ნუგზარ ჭიაბერაშვილი