ქალაქ მასკატში, ომანის სასულთნოში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა ომანის ტურიზმის მინისტრთან, აჰმად ბინ ნასერალ-მაჰრიზისთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს.ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ომანის სასულთნოდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის  ზრდის ტენდენციას (ტურისტთა რაოდენობა ყოველ წელსიზრდება. 2016 წელს ვიზიტორთა რიცხვმა 15 ათასი შეადგინა).

მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ორ ქვეყანას შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა, ვინაიდან მათიოპერირება ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის შემდგომი ზრდის დინამიკას, ასევე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ  საქართველოსა და ომანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისგაფორმების შესაძლებლობას. ომანში ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე შეხვდა სასულთნოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, საიდ სალეჰ ალ-ქიუმის. გაიმართა კონსულტაციები სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკისა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან,სადაც განხილულ იქნა  ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები