საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების  ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ტარიფებიდააწესა.

გადაწყვეტილების თანახმად, უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალისაერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფი 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაშიგანისაზღვრა. სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალისაერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაშიშეადგინა.

კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო და პროცესში აქტიურადიყვნენ ჩართულნი როგორც მობილური, ისე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელიკომპანიები.

საერთაშორისო ზარების  ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ტარიფები ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

(Visited 48 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*