მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომხდარს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

აფეთქების დროს მანჩესტერ არენაზე არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა. კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ლივერპულის მერის შვილებიც. თვითმხილველების განცხადებით, მათ რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა იმ დროს გაიგეს, როდესაც კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა. მას შემდეგ, რაც აფეთქების ხმა გაისმა, მაყურებელი პანიკამ მოიცვა.

აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპმომღერალი არიანა გრანდე. ამის შესახებ მედიას მისმა წარმომადგენელმა განუცხადა. 

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიცია მომხდარს შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მანჩესტერ არენას მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან იქ საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

აფეთქება აგილობრივი დროით 22:30 საათზე მოხდა. 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*