თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ დიდუბის და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია.
მერიაში აცხადებენ, რომ ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, საქმიანობისთვის გარემოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის.