“ჩვენს მასალებზე დაყრდნობით, ის სახელმწიფო უწყებები,რომლების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, არის დედაქალაქის მერია და საკრებულო. მათ მიერ დადასტურებულია გადაწყვეტილება,რომელიც ეხება 5-ჯერ უფრო მეტ ფასად მიწის ჩანაცვლებას”. ამის შესახებ მთავარი აუდიტორის მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “მთავარის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ მასალების გადაცემას არ ვაჭიანურებდით, საკითხები მოკვლევის დონეზე იყო და სანამ არ დავასრულეთ მოკვლევა, დოკუმენტების შესწავლა, პროკურატურას ვერ გადავუგზავნიდით. ამ დროისთვის პროკურატურას ჩვენი ყველა მონაცემი აქვს გადაგზავნილი. ჩვენი შესწავლის ობიექტი არის თბილისის თვითმმართველობა.

2012 წლიდან 2016 წლამდე წინა მფლობელი ითხოვდა კომპენსაციას თბილისის მერიისგან, თუმცა მერიამ ვერ წარმოგვიდგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშული პირისგან იყო შემოთავაზება კომპენსაციაზე.

ჩვენ გვაქვს 2014 წლით დათარიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ითხოვს ზარალის ანაზღაურებას და ეს პროცესები დაიძრა მხოლოდ მას შემდეგ ,როდესაც ამ კომპანიის მფლობელი გახდა “როიალ დეველოპმენტი”. თავდაპირველად მისი წილების 40 %, შემდეგ კი 100 %-ის მფლობელი გახდა ოთარ ფარცხალაძე” , – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები