“მე არასოდეს მითქვამს,რომ ლაშა თორდიამ თვითდაზიანება მიიყენა. ჩვენ მხოლოდ გამოკითხული ნეიტრალური პირების ინფორმაციას ვეყრდნობით,რომლებიც ადასტურებენ,რომ ეს შეხვედრა იყო წამიერი და არანაირი თავდასხმა თორდიაზე არ ყოფილა”. ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.

“საგამოძიებო ორგანომ განმარტა, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა ლაშა თორდიას მხრიდან მისალმების ფორმის დაწუნება, რომელზეც საუბარია ჩემს მიერ გამოკითხული  მოწმეების მხრიდან. ეს კონფლიქტი იყო წამიერი. ლაშა თორდია განმარტავდა,რომ მასზე თავდასხმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ. ურთიერთგამომრიცხავი განცხადება განცხადებებად რჩება.

საგამოძიებო ორგანო დაელოდება ექსპერტიზის დასკვნას ვიდეომასალის ავთენტურობასთან დაკავშირებით, რომ შემდეგ კიდევ არ გაჩნდეს კითხვები. უნდა დაველოდოთ ამ ვიდეო ჩანაწერს,რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას. ეს სიტყვაც ზედმეტია, რადგან არანაირი ბრალეულობა, ან გადაცდენა არ ჰქონია” , – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 57 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*