“ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და კომპანიას, რომელიც დააზარალა წინა ხელისუფლებამ,  ავუნაზღაურეთ ზარალი”. ოთარ ფარცხალაძეზე მიწების უკანონოდ გადაცემის შესახებ საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ,ჯაბა სამუშიამ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“თითქოს თბილისის მერიამ განსაზღვრა ეს ფასი. ჩვენ რა უფლებამოსილება გვაქვს, რომ მიწის საბაზრო ფასი შევაფასოთ. ამისთვის არსებობს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

აუდიტის სამსახურის ბრიფინგზე ოთხი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა, პირველი არის დოკუმენტების გაქრობის თემა, მეორე რატომ მოხდა გაცვლა იმ დროს, როდესაც რეალურად აღნიშნული შპს დაზარალდა, მესამე არის პროცესის თანმიმდევრობა და მეოთხე არის ფასები.

პირველი ორი საკითხი ეხება “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს. ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მაშინ ამ შპს-მ მიმართა თბილისის მერიას და ასეთი მიმართვა არსებობს. თუმცა დოკუმენტაცია გაქრა და არ ვიცი რატომ.ეს პროცესი 2015 წლის იანვრიდან დაიწყო” , – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები