ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და  მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური-ამსიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.

სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობითგაიმართა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა  თურქეთის ხელისუფლებას საქართველოსმხარდაჭერისთვის დააღნიშნა, რომ საქართველოს სახით თურქეთს ჰყავს ერთგული პარტნიორი. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვამსოფლიოს წინაშე არსებულ  გამოწვევებს. მისი თქმით, რეგიონალური არასტაბილურობის პირობებში,  კიდევ უფრო დიდ ღირებულებასიძენს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მაღალი დონის  პოლიტიკური დიალოგი.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულპროექტებში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის პირველი განშტოების დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ეს პროექტი,  სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობსხელს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და უკეთ წარმოაჩენს პროექტის მონაწილე საქართველოსა და აზერბაიჯანისრესპუბლიკის ეკონომიკურ  მნიშვნელობას და ასევე ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს კორიდორი არის  ერთ–ერთიმნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის“ აღორძინების  დიდი პროექტის, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი  სულ რამდენიმე დღის წინჩინეთში გამართული სამიტის დროს,”-განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

თურქეთის პრემიერ–მინისტრ განმარტებით, ბოლო 25 წელის მანძილზე თურქეთმა  გააფართოვა ურთიერთობები საქართველოსთან დადღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან შემდგომი თანაშრომლობის გაღრმავებას.  ბინალი ილდირიმის თქმით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის  სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი მიანიშნებს ორი ქვეყნისურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განიხილონ ყველა საკითხი და იმსჯელონთანამშრომლობის განვითარების შემდგომ  ნაბიჯებზე.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნისპარტნიორული ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა  ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, საფუძველი ჩაეყარა  ერთობლივ ეკონომიკურ და სავაჭრო კომისიას, რომელიც მომავალი თანამშრომლობის ახალ ჩარჩოებს განსაზღვრავს.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს და თურქეთისპრემიერ–მინისტრებმა ხელი მოაწერეს  „თბილისის განცხადებას,“ რომლითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თავიანთიპატივისცემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი და აღნიშნეს, რომ ორ სახელმწიფოს  შორის თანამშრომლობადა მეგობრობა რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტია.

დღესვე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის  ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა დათურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას“; დეკლარაციას„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ“;  „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის  პროგრამას”;  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციის სამინისტროს შორისკიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს“.

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*