შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შემოუერთდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ერას მოედანთან მდებარე „ზებრა“-გადასასვლელი ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელი კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხატეს.

ახალციხის ცენტრალურ პარკთან, ნათენაძის ქუჩაზე, „ზებრა“-გადასასვლელი საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი სამხატრო სკოლის მხარდაჭერით მოიხატა.

გორში 2 „ზებრა“-გადასასვლელი ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, თელავის ცენტრში კი, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელი – ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს.

კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში – 3, ზუგდიდსა და ფოთში – 4, მცხეთაში – 1, რუსთავში – 2 , ოზურგეთში კი 1 „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

„ზებრა“-გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურებია გამოსახული.

აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*