“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე კომისიის შექმნას, რომელიც სამუშაო რეჟიმში იქნება ყოველდღიურად”. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“შეთანხმების ძირითადი ნაწილი ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ხელი მოეწერა კიბერუსაფრთხოების ხელშეკრულებას. თურქეთი ჩვენი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია.ახლაც ვმუშაობთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფორმატის გაღრმავებაზე.

დეფიციტი იყო მესამე ქვეყნებზე გადაზიდვების ლიცენზიის გაცემაზე, რომელიც 2500-ია გაცემული 2017 წლისთვის და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან მათი რაოდენობის გაზრდა გადავწყვიტეთ. ვისაუბრეთ საბორნე მიმოსვლაზე საქართველოს შავი ზღვის პორტებსა და ევროპის შავი ზღვის პორტებს შორის.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ჩატარებული “ერთი გზა ერთი სარტყლის” პროგრამის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტმა ჩვენს კორიდორს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს თავის გამოსვლაში სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. ჩვენ ვესაუბრეთ თურქ კოლეგებს,რომ ამ კონცეფციის ფარგლებში საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ყველაფერს გავაკეთებთ,რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი რაც შეიძლება მალე ამუშავდეს” , – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები