“ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ყველა თემში, ყველა სოფელში, ყველა ქუჩაზე უნდა ყოფილიყო განხილვა”. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “არჩევანის” ეთერში ისაუბრა.
“იმას, რასაც დღეს ვუყურებთ, რაც ვნახეთ ზუგდიდში, ოზურგეთში და მანამ რამდენიმე ქალაქში, არის სამწუხაროდ ძალიან სამარცხვინო ფაქტი. ეს ჩემი აზრით, არის თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის, დემოკრატიის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს დეპუტატები, ხალხის მიერ მათდამი მინიჭებული მანდატით ხმას აძლევენ ამ ხალხისთვის თვითმმართველობის გაუქმებას და ხალხისთვის ადგილობრივ დემოკრატიაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას. არალოგიკურია,რომ საკრებულოს დეპუტატმა მხარი დაუჭიროს საკუთარი თვითმმართველობის გაუქმებას.
ეჭვი მაქვს,რომ ბევრი პირი, რომელიც მონაწილეობდა პროცესში, შინაგანად მხარს არ უჭერდა თვითმმართველობების გაუქმებას. შესაძლოა აქ გარკვეული სახის პარტიული ინტერესი იკვეთებოდეს. ის,რომ ეს პროცესი ორგანიზებულად ასეთი დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს. შეიძლება აქვთ განცდა, რომ ასეთი ქცევის გარეშე ვერ მოხვდებიან საარჩევნო სიებში. ვერც ერთი ამომრჩეველი მისცემს ხმას საკრებულოს ისეთ დეპუტატს,რომელმაც საკუთარი მანდატი ვერ შეინარჩუნა. ამ გადაწყვეტილებას აქვს ლეგიტიმურობის პრობლემაც” , – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მანანა ღოღობერიძე