კიდევ ერთი ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე. ამჯერად უცხოეთში  მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა.

აქართველოდან ევროკავშირის ბაზარზესაბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა. მათი განცხადებით, პირუტყვის ტყავი მეორე ცხოველური პროდუქტია, რომელიც ევროპის ბაზარზე გადის.

მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორე  ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ  ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ  ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმდეოობის აღიარებას,“ – ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

საბერძნეთში, შემდგომი გადამუშავებისათვის, “ხელით დამარილებული ბეწვიანი პირუტყვის ტყავის” შეტანის პროცედურა დასრულდა და ქვეყანაში 18000კგ “ხელით დამარილებული ბეწვიანი პირუტყვის ტყავი” შევიდა.

ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე (დიდ ბრიტანეთში) 2017 წლის იანვარში  გავიდა. აგრეთვე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

როგორც ცნობილია, დღემდე ქართული ტყავის ერთადერთ უცხოურ ბაზარს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკა რომელიც შესყიდვას აწარმოებდა სეზონურად.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*