ბრიტანულმა გამოცემამ DesignCurial მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი სადგურის რეიტინგი შეადგინა. მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ავტოგასამართ სადგურებს შორის ქართული სადგურებიც მოხვდნენ.

რეიტინგში მესამე ადგილს  ბათუმის მაკდონალდსის შენობის გვერდზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური იკავებს, რომლის არქიტექტორიც გიორგი ხმალაძეა. სადგური 2013 წელს აშენდა.

მეცხრე ადგილს კი რეიტინგში კომპანია „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური იკავებს. სადგურის არქიტექტურა გერმანულ კომპანია Mayer-ს ეკუთვნის.

ვისოლის ავტოგასამართი სადგური მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სადგურებს შორის გასულ წელსაც მოხვდა.  მაშინ გამოცემამ Telegraph ის მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.

ნინო ზარიძე

 

(Visited 148 times, 1 visits today)

კომენტარები