თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის“ მოქმედ რედაქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი მოამზადა და დასადგენად საკრებულოს წარუდგინა. ახალი პროექტის თანახმად,  მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები, ასევე, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირისათვის საჭირო პირობები/კრიტერიუმები და მწვანე ნარგავების გადარგვისათვის საჭირო კრიტერიუმები დადგინდება.

როგორც „თბილისი თაიმსს“ მერიაში განუცხადეს, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, ახალი წესი დეველოპერის მიერ საკომპენსაციო რგვებს ითვალისწინებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს – მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური  განახორციელებს. გარდა ამისა, ახალი პროექტის თანახმად, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გადარგვის პირობებს შეითანხმებს და შემდგომში მონიტორინგს განახორციელებს, რასაც ძველი რედაქცია არ ითვალისწინებდა. 

ასევე, თუ დაინტერესბეული პირი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის მიერ მწვანე ნარგავების შეფასებაზე გაცემულ დასკვნას ვერ წარმოადგენს, მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვა არ გაიცემა.

 

ნინო ზარიძე

 

 

(Visited 77 times, 1 visits today)

კომენტარები