ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი დიჯიტალ ტვ გამოჩნდა. ინოვაციური უპირატესობების მქონე მაუწყებლობის ჩასართავად სტერეო პლუსის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გამოიყენება.

სტერეო პლუსის ბაზაზე მუშაობა პროფესიონალურ მომსახურებას თავისთავად გულისხმობს, რადგან ამ მიმართულებით, კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს: კერძო მაუწყებლების გასავრცელებლად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2015 წელს, სწორედ სტერეო პლუსმა ააგო.

დიჯიტალ ტვ სიგნალის გავრცელების  უახლეს სტანდარტებს იყენებს. მონაცემების შემჭიდროების HEVC/H.265 სტანდარტი ოპერატორს შესაძლებლობას აძლევს, ხარისხის შეუცვლელად, უფრო დიდი მოცულობის მონაცემი გაავრცელოს.

ინტერნეტისა და სატელიტური თეფშის გარეშე, მაღალრეიტინგული უცხოური და ქართული არხების მიღება უკვე შეუძლიათ საქართველოს დიდ ქალაქებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ აბონენტებს.

უცხოური და ქართული ტელეარხების მისაღებად, აბონენტებს მხოლოდ დეციმეტრული ანტენა და დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობა სჭირდებათ. დიჯიტალ ტვ-ის სიგნალს ნებისმიერი ფორმატის ტელევიზორი იღებს.

კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებულ პირველ პაკეტში გაერთიანებულია ჟანრობრივად მრავალფეროვანი არხები ისე, რომ ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.

დიჯიტალ ტვ გამოირჩევა ინსტალაციის სიმარტივითაც: აბონენტს თავად შეუძლია, ჩაერთოს ქსელში, მიმღების დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორთან მიერთებით.

მიმღები მოწყობილობის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*