მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ახალი პროგრამის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და იგი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მეცხოველეობის განვითარებას.

იმისათვის რომ არ მოხდეს მთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის მნიშვნელოვანი ინიციატივით. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს. პროგრამა ითვალისწინებს, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორ წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარი გამოყოფილი.

(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები