საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთა ნაკადის დასაკმაყოფილებლად “საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალ შემადგენლობას. ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზე ვრცელდება.

“კომპანია “შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავა 08:50, ბათუმში ჩავა 14:13, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გამოვა 16:40 და თბილისში ჩამოვა 21:40.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით.“ – ნათქვამია განცხადებაში

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები