მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრობს, ურბანიზაციის მაღალმა დონემ ქალაქებს საზოგადოებაზე ზრუნვის „პასუხისმგებლობა დააკისრა“, თუმცა მოქალაქეების გარეშე ამ მისიის შესრულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.
დღეს ქალაქები გლობალური გამოწვევების წინაშე დგანან. ეს გამოწვევები თავს იჩენენ: ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და გარემოს დაცვის კუთხით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქების სწორი და უშეცდომო რეაგირება ამ გამოწვევებზე.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 70% 2050 წელს ქალაქებში იცხოვრებს. ეს რიცხვები პირდაპირ მიგვითითებენ იმისკენ, რომ 2050 წლისთვის ქალაქები მნიშვნელოვნად უნდა ტრანსფორმირდეს, რათა უპასუხოს ამ მასშტაბის მოსახლეობის მოთხოვნებს, ისე რომ ქალაქებმა კვლავ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა.
ასე, რომ მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, თუ რომელი ქალაქები ადგანან სწორ გზას და რომლებს სჭირდებათ მიმართულების მიცემა. იმ კვლევებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ფოკუსირებულია ქალაქების ურთიერთობაზე ტექნოლოგიებსა და გარემოს შორის, IESE Cities in Motion ინდექსი ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ ასპექტზე, რომლებიც ქმნიან მდგრად ქალაქს.
ინდექსში ჩართულმა პროფესორებმა პასკუალ ბერონემ და ჟოან ენრიც რიკარტმა 77 ინდიკატორი გამოკვეთეს, რომლებიც 10 განსხვავებულ განზომილებაში არიან წარმოდგნელი. ეკონომიკა, ტექნოლოგია, სოციალური კაპიტალი, სოციალური კავშირი, საერთაშორისო გავრცელების არეალი, გარემო, მობილურობა და ტრანსპორტირება, ქალაქდაგეგმარება, საჯარო მენეჯმენტი და მართვა. ქვემოთ ჩამოთვილილი ქალაქები თითოეულ კატეგორიაში იკავებენ საუკეთესო ადგილებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ ამ კვლევით არ უნდა მიეცენ თვითკმაყოფილებას ეს ქალაქები, რადგან ამ მოცემულობით ისინიც კი იმყოფებიან განვითარების სტადიაზე.
ფორბსი გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე „ჭკვიან ქალაქს“:
ნიუ იორკი, ლონდონი და პარიზი არის ის სამეული, რომელიც ყველა ზემოთ აღნიშნულ განზომილებაში წარმატებულად ვითარდება. ინდექსის მიხედვით ნიუ-იორკი პირველია ეკონომიკურ განზომილებაში, მესამე ტექნოლოგიის კატეგორიაში, ხოლო მე-4 სოციალური კაპიტალის განვითარებასა და საჯარო მენეჯმენტში. თუმცა, უნდა ითქვას რომ, მას ნაკლები შედეგები აქვს სოციალური ურთიერთგათანაბერების კატეგორიაში, სადაც ის 161-ე ადგილს იკავებს 181 ქვეყანას შორის. ამ ნაწილში ლონდონის შედეგებიც არასახარბიელოა, ის 129-ე ადგილს იკავებს და პარიზს 91-ე ადგილზე ვხედავთ.
სოციალური ურთიერთგათანაბრება იზომება უთანასწორობით, უმუშევრობის რიცხვით, უძრავი ქონების ფასით, ქალი მშრომელების რიცხვით და ა.შ. ეს ის განზომილებაა,სადაც მსოფლიოს წამყვან ქალაქებსაც სჭირდებათ განვითარება.
დანარჩენი ადგილები შემდეგნაირადაა განაწილებული: მე-4 სან ფრანცისკო, მე-5 ბოსტონი, მე-6 ამსტერდამი, მე-7 ჩიკაგო, მე-8 სეული, მე-9 ჟენევა და მე-10 სიდნეი.
ქალაქები რომელთაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ , არიან : ლაგოსი (ნიგერია) და კარაჩი(პაკისტანი).
ინდექსის 2017 წლის მაჩვენებლების მიხედვით, თბილისი 125-ე ადგილს იკავებს. ყველაზე კარგი მაჩვენებელი, 61-ე ადგილი აქვს მას გარემოს დაცვის განზომილებაში, ყველაზე დაბალი შედეგი 166-ე აგილი აქვს ტრანსპორტირების განზომილებაში.
ნათია კეკენაძე