“გვინდა კი საპარლამენტო რესპუბლიკა?  ეს ეროვნული თანხმობის სუბიექტი აქამდე არ ყოფილა. თუ გვინდა, არსებობს ორი მოდელი”. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.

“პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი გვინდა იმიტომ,რომ ერთი ადამიანი გვყავდეს ქვეყანაში,რომელიც მიუხედავად პარლამენტში დამკვიდრებული უმრავლესობისა, მიუხედავად მთავრობისა, იქნება ლეგიტიმირებული ხალხის მიერ.

დახურულ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა იყო,რომ მათ მოესმინათ შენიშვნები, მოსაზრებები, კამათი, რომელიც პოზიციებს შორის იყო. თუ წინასწარ გვეცოდინება მათი დამოკიდებულება, საერთოდ აზრი არ აქვს ივნისის შუა რიცხვებზე ლოდინს,როდესაც საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდება.

შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. ისინი მსჯელობდნენ მიწაზეც, გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩაიწეროს ძირითადად აკრძალვა უცხოელებზე გასხვისებაზე, თუმცა შეიქმნას საინვესტიციო განხილვის ორგანო,რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს. კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლზე შინაარსობრივად იმსჯელეს” , – განაცხადა ანა დოლიძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*