საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს ულოცავს. აშშ-ის ელჩის მილოცვა საელჩოს ფეიზბუქ გვერდზე გავრცელდა.

„დღეს მინდა, ქართველ ხალხს  მივულოცო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე და ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდში მიაღწია. უკვე 26 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია  საერთო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი მდიდარი და ხანდახან არასტაბილური ისტორიით მოგვსდევს. ეს საერთო ღირებულებებია: ტოლერანტობა და თანასწორობა, მეგობრებისა და სტუმრების დაფასება და რა თქმა უნდა, საერთო სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ღირებულებები სამაგალითოდაა წარმოჩენილი შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემაში „ვეფხისტყაოსანი“. მიხარია, რომ ეს პოემა ინგლისურად არის თარგმნილი, მათ შორის, ამერიკელი პოეტის, ლინ კოფინის მიერ. ეს თარგმნილი პოემას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთილდღეობას“, – აცხადებს იან კელი.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*