საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავამჯდომარე საქართველოშიმ ფადი ასლი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას მხარს უჭერს. ამ პოზიციას ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

“რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზოგიერთისთვის, პირადად მე მხარს ვუჭერ მიწის გასხვისების აკრძალვას უცხოელებზე. უცხოელებს, რომლებიც სერიოზულად არიან დაინტერესებული სოფლის მეურნეობით, შეუძლიათ მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება. აკრძალვა გზას მოუჭრის მათ, ვისაც მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციური მიზნით სურს მიწის შეძენა. საქართველო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მოექცეს ძალიან მდიდარი უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში… სამწუხაროდ! მე ასევე მჯერა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გამონაკლის შემთხვევებში გასხვისების შესაძლებლობა კარს გაუღებს კორუფციულ გარიგებებს.“ – განმარტავს ფადი ასლი.

(Visited 70 times, 1 visits today)

კომენტარები