საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამდღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

26 მაისს სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება საფრანგეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, კატარში, ეთიოპიაში და ა. შ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის  რიშელიეს სახელობის ამფითეატრში, გაიმართებაქართული საღამო ანსამბლ თამარიონისა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ელგა ფორჩხიძის, მონაწილეობით. საღამოზე ნაჩვენები იქნებამოკლემეტრაჟიანი  ფილმი საქართველოს შესახებ.

26 მაისს ნორვეგიაში, გაიმართება საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ასევე, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სადღესასწაულო მიღებით აღინიშნება დღეს   ლიტვაში, სადაც ასევე  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსისცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე გამოიფინა საქართველოს გიგანტური დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ ირლანდიის დედაქალაქშიც.   საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოსდამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ასევე ირლანდიაში  ქართული დიასპორისინიციატივითა და საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება/კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენქართული ფოლკლორული ანსამბლი „ურსა“,  ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ მოცეკვავეები და დუბლინშიმოქმედი ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „National Rhythm of Georgia”. ასევე, გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება და ღონისძიების სტუმრებსსაელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

დღესვე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართება კატარში, სადაც საქართველოს საელჩოს შენობაში უმასპინძლებენსტუმრებს. ქართული სამოსი იქნება წარმოდგენილი სომხეთის დედაქალაქში, სადაც ასევე გაიმართება კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ეთიოპიაში, სადაც 26 მაისს გაიმართება საზეიმო მიღება, მოეწყობა გამოფენა ქართული ანბანის სამსახეობასთან დაკავშირებით, რომლის შემდგომ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება  მოლდოვასა და სამხრეთ აფრიკაში.

დამოუკიდებლობის დღე უკვე აღნიშნეს თურქეთში, სადაც  25 მაისს გაიმართა საზეიმო მიღება და გამოფენა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.  ხოლო დღეს 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება თურქეთის პალატებისა დაბირჟების გაერთიანება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკვე აღინიშნა ბულგარეთში, სადაც 23 მაისს გაიხსნა სპეციალური გამოფენა, ივნისში, ბულგარეთში, აგრეთვეგაიმართება ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ ტურნე, ხოლო ახლო მომავალში, საელჩოს ორგანიზებით, ბულგარულ ენაზე გამოიცემა ჭაბუაამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“.

ასევე 23 მაისს, ტალინში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიურიურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 23 მაისს ასევე გაიმართა არგენტინაშიდა ფიჯის რესპუბლიკაში, ხოლო უკრაინის, ქ. ხერსონში – 20 მაისს და ქ.ოდესაში – 23 მაისს, გაიმართა ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტები.

კოპენჰაგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველო-დანიას შორის

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები