“ჩვენს შორის ბევრი მსგავსებაა. 25 წლის წინ ამერიკაც ზუსტად ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორც საქართველო. თითქოს ზუსტად არ იცოდა საით მიდიოდა”. აშშ-საქართველოს 25- წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის ტენდენციებზე, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურ-პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დუაით ნისტრომმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროზე ვრცელდება. იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო. ვმუშაობთ, რომ წავახალისოთ ამერიკული ინვესტიციები და დავეხმაროთ საქართველოს ბიზნეს-გარემოს. მთავარი ამ ორი ქვეყნის კავშირში არის ამერიკელი და ქართველი ხალხი. ეს პრემიერის ბოლო ვიზიტმაც აჩვენა. გიორგი კვირიკაშვილს კარგი შეხვედრები ჰქონდა ამერიკაში. ბევრჯერ გამახვილდა ყურადღება, თუ როგორ გაიზარდა ამერიკული ინვესტიციები.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ანაკლიის პორტია, ეს პროექტი მალე უნდა დაიძრას. მიმზიდველია ტურიზმის სექტორიც. მესტიაში ვიყავი და ამ ქვეყნის ტურიზმის პოტენციალში თავად დავრწმუნდი. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თანამშრომლობისთვის ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების ფორმატს აირჩევს. ამ მიდგომით საქართველოს შანსები იზრდება, თუმცა ეს მალე არ მოხდება. ყველა საერთაშორისო რეიტინგით საქართველოს ბიზნეს-გარემო სტაბილურად უმჯობესდება. თუმცა, რაღაც საკითხები დასახვეწია”, – განაცხადა დუაით ნისტრომმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები