საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27-28 მაისს, სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC). საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სადისკუსიო სესიაზე -“აღმოსავლეთ სამეზობლო 2017.”

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსთან. გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*