ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანელ დაფრანგ პარლამენტარებს შეხვდა.

ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფმა საფრანგეთის დელეგაციის ხელძღვანელმა, საფრანგეთის ეროვნულიასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარემ ჟილბერ ლე ბრიმ ხაზი გაუსვასაფრანგეთ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეისგამართვის მნიშვნელობა.

„ვფიქრობ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას და ვართ ძელზემოხარულები აქ ყოფნით, რადგან საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენსსაფრანგეთისთვის და ნატოსთვის. ჩვენ ვართ ფაქტობრივად საზღვრის ზონაში რუსეთთან, რომელიც ქმნის რიგპრობლემებს და ჩვენ ვცდილობთ ვიქონიოთ ძალიან ნათელი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა ლებრიმ და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანია საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თანმიმდევრული გზისდასახვა.

საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა, პირველრიგში არის საქართველოს გაცნობის შესაძლებლობა. „ეს არის შესაძლებლობა გავეცნოთ ქვეყნის ეკონომიკას, საზოგადოებას,გავეცნოთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის დგას საერთო ფასეულობებზე“, – აღნიშნა ჟილბერლე ბრიმ და დასძინა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ასევე არის შესაძლებლობა ქართველკოლეგებთან შეხვედრის და იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შეფასების, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურინტეგრაციამდე მიიყვანს.

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*