8 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

“საქართველოს საზღვრებს დღეს ვიკავებთ მხოლოდ ისტორიული ძეგლებით. ტაო-კლარჯეთში გვაქვს ისტორიული ძეგლები, მერე რა? ჰერეთში ცხოვრობენ ქართველები, მერე რა?”, – ამის შესახებ, ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი მიქანაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “ყველა კითხვას” ეთერში ისაუბრა.

“გამოსავლის ძებნისას მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში საუბარი არ იქნება სწორი. ერთი მხრივ ვამბობთ, რომ პატრიარქს და საპატრიარქოს არანაირი რესურსი და ბერკეტი არ აქვს, პატრიარქი არ უნდა ჩავიდეს რუსეთში, ბევრი კვალიფიცირებული არ იშურებს საკრიტიკო სიტყვებს უწმინდესის მიმართ. მეორე მხრივ კი ამ თემის გარშემო ვტრიალებთ და გამოსავლად მიგვაჩნია.

გამოსავალი უნდა მოიძებნოს სხვანაირად, დიპლომატიურად ყველაფერი გაკეთდა. მეტ-ნაკლებად ინტელექტუალურ ნაწილს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია. საერთაშორისო ზეწოლა არის დიდი ბერკეტი, მაგრამ რიგ საკითხებში ჩვენთვის ვერაფერი შედეგი მოაქვს.

კარგია ის ფაქტი, რომ აფხაზებს არ მოსწონთ რაღაცები რუსეთისგან. შეიძლება რაღაც შესთავაზო ალტერნატივა და გამუდმებით გვქონდეს ხელი გაწვდილი აფხაზებისკენ. ჩვენს დიალოგებში არ უნდა დაინახონ მათთან ურთიერთობის ჩიხის პერსპექტივები”, – განაცხადა გიორგი მიქანაძემ.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: