“მოლაპარაკების მიხედვით, საქართველოს უნდა ეთქვა უარი აფხაზეთის და ცხინვალის ეპარქიაზე და სანაცვლოდ ათონის მთაზე მიიღებდა ერთ რომელიმე ეკლესიას”. ამის შესახებ პარტია საქართველოს “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “ყველა კითხვას” ეთერში ისაუბრა.

“პატრიარქს ამაზე მტკიცე უარის პოზიცია ჰქონდა. ის ბოლო დროშაა აფხაზეთში და ცხინვალში ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირების. რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთში ჩასული იყო საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენლები, მათ მოიარეს ყველა ეკლესია.მათ იქ დახვდა რუსული ეკლესიის წარმომადგენელი,რომელმაც ბერძნებს მოუყვა, რომ მრევლი,რომელიც არის აფხაზეთში, არის წინამძღოლის გარეშე და ეკლესია არის უპატრონოდ. თითქოს მათ არ სურთ საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობა და უნდა დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას.

ერთი მხარეა, რომ ჩვენ ყველა მართლმადიდებლები ვართ, თითქოს პრობლემები არ არის და აღიარების თემიდან გამომდინარე, რუსეთი არ აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის საპატრიარქოებს დამოუკიდებელ სუბიექტებად. მე მქონდა კომუნიკაცია არა მხოლოდ რუსეთის პატრიარქთან, მე მქონდა კომუნიკაცია რომის პაპთან.

რუსეთის საპატრიარქო ამზადებდა სპეციალურ დელეგაციას, რომელიც უნდა ჩასულიყო რომის პაპთან და ის იყო წარმოდგენილი როგორც დამოუკიდებელი ეპარქიის ხელმძღვანელი, დელეგაციაში აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლი წარმოდგენილი იყო,როგორც ცალკე საეკლესიო სუბიექტი. ეს ხდებოდა 2010 წელს. მაშინ პაპმა ყველაფერი გააკეთა,რომ ეს შეხვედრა ჩაშლილიყო” , – განაცხადა პაატა დავითაიამ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*