“შარშან დაახლოებით 11 ათასი ადამიანი ჩაიჭრა, თითქმის იგივე მაჩვენებელია წელსაც. სრულიად არასახარბიელო სიტუაციააა, მაგრამ ალბათ სასკოლო განათლების სისტემის პრობლემების ანარეკლია”. ამის შესახებ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“დღეს რომ ვსაუბრობთ გამოსაშვები გამოცდების სავალალო შედეგებზე, ცოტა უცნაურია, რადგან შარშანდელი მონაცემებისგან წლევანდელი დიდად არ განსხვავდება. როდესაც განათლების სამინისტრომ საატესტატო გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა გადაწყვიტა, ჩვენი ორგანიზაცია იყო ამის წინააღმდეგი.დღეს ამ გამოცდების გაუქმება ასევე არასამართლიანად მიმაჩნია, როგორც მისი შემოღება.

ამ სისტემით ჩვენ ვცდილობთ შევამოწმოთ მოსწავლეების მინიმალურზე მინიმალური კომპეტენცია ნებისმიერ საგანში. სერიოზული პრობლემები გვაქვს განსაკუთრებით მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. მასწავლებლის თემა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის მოტივაციაზე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე” , – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 114 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*