იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა.

გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა  ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან:

  1. ლადო ჭანტურია – 5
  2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69
  3. შოთა გეწაძე – 3.85
  4. თამარ ალანია – 3.77
  5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69

დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. აქვე გთავაზობთ მამაკაცი და ქალი კანდიდატების ქულებს, რომელთა საფუძველზეც მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ხუთკაციანი სია შედგა:

ლადო ჭანტურია – 5

შოთა გეწაძე -3,84

ირაკლი დონდოლაძე – 3,69

იოსებ ბაჩიაშვილი  – 3,46

კონსტანტინე კორკელია – 3,07

ლევან მესხორაძე – 2,46

დავით ჯანდიერი   – 2,38

ბესარიონ ბოხაშვილი 2,30

კონსტანტინე ვარძელაშვილი -2,07

ერიკ სვანიძე            -2

ირაკლი ადეიშვილი -1,69

ნიკოლოზ ლეგაშვილი  – 1,69

 

სოფიო ჯაფარიძე – 4,69

თამარ ალანია – 3,76

ნინო ბაქაქური – 2,61

ქეთევან მესხიშვილი -2,53

თამარ ალექსიძე -2,07

ვერა დობორჯგინიძე – 2,07

მაია კვირიკაშვილი – 1,92

თამარ გაბისონია – 1,84

რუსუდან კემულარია -1,69

ლუიზა ხითარიშვილი -1,30

ნატალია გელაძე     1

მოსამართლეობის მსურველი ხუთი კანდიდატის დასახელებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით  შექმნილმა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ საკუთარი მანდატი ამოწურა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია ორი დღის განმავლობაში 23 კანდიდატს გაესაუბრა.

კანდიდატთა შერჩევის პროცედურა იყო შემდეგი:

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით კომისიის სამდივნომ გამოიყვანა თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამური ქულა, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგა ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეეძლოთ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგა საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია,  რომელშიც ორივე სიიდან შევიდნენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიანი სია სამდივნომ გააცნო კომისიის წევრებს, ხოლო აღნიშნულ სიას კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ამ კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

მთლიანობაში,  ორი დღის განმავლობაში კომისია იმ კანდიდატებს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს.  ესენი არიან:

ადეიშვილი ირაკლი

ალანია თამარ

ალექსიძე თამარ

ბაქაქური ნინო

ბაჩიაშვილი იოსებ

ბოხაშვილი ბესარიონ

გაბისონია თამარ

გელაძე ნატალია

გეწაძე შოთა

დობორჯგინიძე ვერა

დონდოლაძე ირაკლი

ვარძელაშვილი კონსტანტინე

კვირიკაშვილი მაია

კემულარია რუსუდან

კორკელია კონსტანტინე

ლეგაშვილი ნიკოლოზ

მესხიშვილი ქეთევან

მესხორაძე ლევან

სვანიძე ერიკ

ჭანტურია ლადო

ხითარიშვილი ლუიზა

ჯანდიერი დავით

ჯაფარიძე სოფიო

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, მასთან გასაუბრება უნდა შემდგარიყო 27 მაისს, 14.30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა.

სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე  − ზაზა ხატიაშვილი;

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;

სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;

კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

 

(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*