საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, გლობალიზებული ეკონომიკის, საერთო ბაზრებისა და თავისუფალი სავაჭროშეთანხმებების პირობებში, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის როლი სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ მან ნატო-ს საპარლამენტოასამბლეის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკური დიპლომატიის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკონომიკურიდიპლომატიის პროექტის განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად,დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და ხელშესახებ შედეგებს უკვე მიაღწია. ხელი მოეწერა მთელ რიგ ეკონომიკურ შეთანხმებებს, რომელთაგანგანსაკუთრებით აღსანიშნავი, მინისტრის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისშესახებ შეთანხმებაა.
„თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ეფექტიანი დიპლომატიის გასაღები რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან როგორც ორმხრივ, ისემრავალმხრივ თანამშრომლობაშია. პოლიტიკური სიმწიფე, ეკონომიკური ღიაობა და კორუფციისგან თავისუფლება საქართველოს მთელი მსოფლიოსმასშტაბით უამრავი ქვეყნისთვის მიმზიდველ პარტნიორად აქცევს.
საქართველო ეფექტიანად იყენებს სავაჭრო და სატრანსპორტო გზების გასაყარზე თავის სტრატეგიულ მდებარეობას, ვინაიდან რეგიონულ პროექტებსსაქართველოს მონაწილეობით შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე და ხელი შეუწყოს ევროპასა და აზიას შორის კავშირისგაძლიერებას“ – განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო კავშირების განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს ინსტიტუტებსა და საზღვარგარეთმცხოვრებ თანამემამულეებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია გააძლიეროს დიასპორისკულტურული კავშირები საქართველოსთან და ასევე ხელი შეუწყოს მის ჩართულობას ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საქმეში.
თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 28 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სესიისმონაწილეებს სიტყვით მიმართა.