ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეფასებით, საქართველოს ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. ამის შესახებ ალიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. ჩემზე საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორი ერთიანი სულისკვეთება და მიზანი აქვს ქართველ ხალხს. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ მათი მომავალი ნატო-სა და ევროკავშირთან ერთად არის. საქართველოს მართლა ეამაყება, რომ უმასპინძლა ნატო-ს საპარლამენტო სესიას. ბოლო 15 წლის განმავლობაში ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და მის გზას ინტეგრაციისკენ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით კოლეგებთან საქართველოს პარლამენტში, რათა შეგვექმნა საფუძველი წევრობისთვის და ასევე ჩვენ ვმუშაობდით მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნების პარლამენტებში, ჩვენს მთავრობებთან, იმისთვის რომ საქართველო გაწევრიანდეს“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები