4 წთ წინ
კახა კალაძე: “ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო”
12 საათის წინ
ამირან გამყრელიძე: “არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება”
12 საათის წინ
“საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა”
20 საათის წინ
“ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება” – მერიის პასუხი საბავშვო ბაღებში საკვებთან დაკავშირებით
21 საათის წინ
სააპელაციო სასამართლომ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების, ნატოში ინტეგრაციის და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სასიაზე განაცხადა.

“ჩვენი სტაბილური პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ადასტურებს საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის წარმატებას.  ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპიდან გადავიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის ფაზაში.

ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის გარდა, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როდესაც მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩება სასურველი მიზნის მისაღწევად”

 

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები