თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი.

აღსანიშნავია, რომ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა 25 მაისს დატოვა. ცერცვაძემ ამის ოფიციალურ მიზეზად მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შპს iPlus-სა და Itechnic-თან დაკავშირებული დავა დაასახელა, რასთან მიმართებაშიც მისი სახელიც არაერთხელ დასახელდა.

ინფორმაციისთვის: მიხეილ ჩინჩალაძე ქ. თბილისში 1978 წლის 9 მარტს დაიბადა. მან 1984-1995 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #57-ე საშუალო სკოლა.1995-2000 წლებში მან ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა. 2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი. ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2005 წლის მაისი – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2004 წლის ივნისში გადაეცა სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე. 2006 წლის მაისში აშშ ქ. ინდიანაპოლისში, აშშ პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი გადაეცა თემაზე – კონფერენცია საზოგადოებრივი პროკურატურის თემაზე. 2007 წლის იანვარი – წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). (ასევე წარმატებით ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდები). 2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*